“ვინ თქვა, რომ საქართველოს მოსახლეობას უნდა საპარლამნეტო რესპუბლიკა, ვინ განიხილა საერთოდ უკეთესი, უარესი მხარეები”- პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბათუმში კამპანია „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში სტუდენტებთან შეხვედრისას პრეზიდენტის არჩევის წესის შესახებ ისაუბრა.

პრეზიდენტის განცხადებით, კონსტიტუციის პროექტით პრეზიდენტისთვის ფორმალურად დატოვებულია ფუნქცია, რეალურად კი ყველა ფუნქციას სჭირდება პრემიერ-მინისტრის თანხმობა და ეს ფუნქციები პრემიერ-მინისტრის მიმართულებითაა გადასული.
“პირველ რიგში, ჩვენ სეგვიძლია ვთვათ ერთმნიშვნელოვნად, რომ დემოკრატიული ქვეყნები არსებობს, სადაც პრეზიდენტს ირჩევენ არაპირდაპირი გზით და ეს, არსებობენ ქვეყნები სადაც ეს ხორციელდება, მაგრამ და აქ არის ბევრი დათქმა.

მაგრამ იმ ქვეყნებში არ არსებობს, უკვე ჩვენში რაც არსებობს, ჩამოყალიბებული ტრადიცია, რომელიც ბოლო 24 წლის განმავლობაში ხორციელდება და რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი აირჩევა პირდაპირი გზით. და ეს უკვე ჩვენი პოლიტიკური კულტურის ნაწილია. მაგრამ იმ ქვეყნებში არ არსებობს საზოაგდოების ის კონსენსუსი და ის ერთიანობა, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს არჩეული, რომელიც დღეს, ამ წუთას საქართველოში არსებობს. იქ არ არსებობს ასეთი მტკიცედ ჩამოყალიბებული ნება, რომ პრეზიდენტი უნდა საზოგადოებამ აირჩიოს. იქ ძირითადში, სადაც პრეზიდენტს ირჩევენ არაპირდაპირი გზით, ძირითადში არის ორ პალატიანი პარლმანეტი, ძირითადში არის ხოლმე ფედერალური მოწყობის ქვეყნები. სრულიად გაუგებარია ჩემთვის, როცა კონსტიტუციის ფუნდამენტურ გადასინჯვაზე იყო საუბარი და ჩვენმა პატივცემულმა კომისიის წევრებმა არ ისაუბრეს და, რაც მთავარია, საპარლამენტო რესპუბლიკაზე იყო საუბარი, და ჩვენმა პატივცემულმა კომისიის წევრებმა საპარლამნეტო რესპუბლიკის და პარლმენტის გაძლიერების ნაწილში, როგორ არ განიხილეს ორპალატიანი პარლამენტის საკითხი. ორპალატიანი პარლამენტი, რომლის პარლამენტარიზმ და პარლამენტს რეალურად აქცევს ბევრად უფრო ქმედით სისტემად, ორპალატიანი პარლამენტი, სადაც მართლაც მაინცა და მაინც ძლიერი პრეზიდენტი თუ არ არის ფუნქციაც გარკვეული გაწონასწორებისა, ახორციელებს ორპალატიანი სისტემა. ორპალატიანი პარლმანეტი, რომელშიც მნიშვნელოვნად იქნებოდა წარმოდგენილი ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი რეგიონების თემა. აი ეს როდესაც არ იქნა განხილული,ეს ჩემთვის ძალიან უცხოა. ახლა რომ დავუბრუნდეთ პრეზიდენტის არჩევის წესს, ამ ვითარებაში პრეზიდენტის კიდევ უფრო შესუსტება, მისთვის ფაქტიურად არცერთი ფუნქციის არ დატოვება, იმიტომ რომ ვინც იურისტი ბრძანდებით და ჩაიხედებით, ფორმალურად არის დატოვებული ფუქნცია, მაგრამ რეალურად ყველა ფუნქიციას სწირდება პრემიერმინისტრის თანხმობა და პრემიერმინისტრისგან, ასე ვთვათ პრემიერმინისტრის მიმართულებით არის გადასული ეს ფუნქციები. ამ ვითარებაში ჩვენ რეალურად ვიღებთ, არა იმას რასაც, დაუშვათ გვეუბნებოდნენ, რომ ეს იქნება საპარალამენტო რესპუბლიკა, არა ჩვენ ვირებთ ელემენტარულად, რომ პრეზიდენტის ფუნქციევბი გადავიდა პრემიერმინისტრთან, თორე თვისობრივად არ შეცვლილა მაგ თვალსაზრისით არაფერი.

მაგრამ კიდევ უფრო წინ წავიდეთ, ვინ თქვა, რომ საქართველოს მოსახლეობამ თქვა, რომ ჩვენ გვინდა საპარლამნეტო რესპუბლიკა, ვინ განიხილა საერთოდ უკეთესი, უარესი მხარეები, შესაძლებლობები, რასაც ქმნის საპარლამნეტო რესპუბლიკა, ან ნახევრად საპრეზიდენტო ან საპრეზიდენტო. ვის მიუღია მონაწილეობა ასეთ დებატებში? ვის მოუსმენია საერთოდ ამ სისტემების უკეთესობა და უარესობის თემა, არავის, ეს გადაწყდა მაგრამ სად გადაწყდა, ეს გაუგებარია. არადა კონსტიტუციის მიმართულებით მთავარი გადაწყევტილება სოწრედ აი ამ სულისკევეთებიდან უნდა გამომდინარეობდეს, რომ კონსტიტუცია ყველასია. შესაბამისად ჩემთვის ამ საკითხში უზენაესი და დემოკრატიი სხარისხი არის ქართველი ხალხის ნება და დღეს ვერავინ , ის ადამიანებიც მათ შორის ლაპარაკობენ , რომ კონსტიტუცია თურმე უნდა იყოს საპარლამენტო რესპუბლიკის ყაიდაზე აგებული, რომლებიც ამბობენ, რომ პრეზიდენტი არ უნდა იყოს პირდაპირი გზით არჩეული, ისინი არ ამბობენ რომ ხალხს ასე უნდა, ისინი ამბობენ , რომ ვიღცამ სადღაც გადაწყვიტა, მაგრამ მთავარი და უზენაესი არის საზოგადოების ნება”- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშინანუაშვილის ,,მიჭირხვნის“ დრო დადგა?- ,,კადრებთუხუცესის“ სია
შემდეგი სტატიაპენტაგონი პირობას დებს, რომ ამერიკული ავიამზიდი ჩრდილოეთ კორეის ნაპირებამდე მივა