26.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
banner

ვინ შეინარჩუნებს სახელმწიფო დაფინანსებას 2031 წლამდე? — საკანონმდებლო ცვლილება სტუდენტებისთვის

პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 77 ხმით მხარი დაუჭირა.

საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩარიცხულ სტუდენტებს გარდამავალ პერიოდში (2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით) შეუნარჩუნდებათ არა მხოლოდ უკვე მოპოვებული დაფინანსება, არამედ მიეცემათ მისი მოპოვებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობაც.

პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილება სრულად უზრუნველყოფს სახელმწიფო საგრანტო კონკურსებში სტუდენტების მონაწილეობას და სოციალური პროგრამებით სარგებლობას.

​საკანონმდებლო ცვლილების ავტორია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ინიციატორი კი – საქართველოს მთავრობა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი შარაშიძე: ბოიკოტისტები როდის რას გააკეთებენ, მათი გადასაწყვეტია, მაგრამ მათგან რაიმე სასიკეთოს არ ველოდები, რაც შეიძლება 26 მაისს მოხდეს
შემდეგი სტატიაევროპარლამენტარი განმარტავს, რატომ აუკრძალეს TV იმედს ევროპარლამენტში საქმიანობა