ვინ შეიძლება უსმენდეს ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს, ეკატერინე ხვედელიძეს? – სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე ამბობს, რომ არ იცის, ვინ უსმენს ოლიგარქსი ოჯახს .
უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება გავრცელებულ ვიდეომასალაზე ანზორ ჩუბინიძე აცხადებს, რომ “შეიძლება, გამოძიება უკვე დაწყებულიც არის” და აღნიშნავს, რომ “უკანონო მოსმენა კარგი არ არის”.
აღნიშნულ საკითხზე დღეს კომენტარი გააკეთა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმაც,
კითხვაზე, თუ ვინ უსმენს ეკატერინე ხვედელიძეს, გრიგოლ ლილუაშვილმა თქვა: „ვისაც შეუძლია“.
„ჩვენი ტერიტორიიდან არ განხორციელებულა“,- განაცხადა ლილუაშვილმა
შეგახსენებთ, რომ სკანდალური ჩანაწერი, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის ცოლი, ეკატერინე ხვედელიძე ქოუჩინგის რუსული კურსის დეტალებს არკვევს, youtube არხზე 16 ოქტომბერს გამოქვეყნდა. 6 წუთიანი მასალა Cyber Kmara-ს სახელით არსებულმა იმ ანგარიშმა გაასაჯაროვა, რომლის მიერ youtube-ზე ატვირთული 6-ივე ვიდეო ივანიშვილს უკავშირდება.
ვიდრე ფარული აუდიომასალა youtube არხზე გაჩნდებოდა, 2 საათით ადრე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა. სუსი წერდა, რომ პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, წინასაარჩევნოდ ჩანაწერებს გაავრცელებენ და მის გასაყალბებლად ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებენ.