ვინ შეიძლება იყოს შემდეგი, გამოცნობა შეუძლებელია იმიტომ რომ ლოგიკურ და რაციონალურ პროცესს უკვე აღარ ჰგავს

“ვინ შეიძლება იყოს შემდეგი, გამოცნობა შეუძლებელია იმიტომ რომ ლოგიკურ და რაციონალურ პროცესს უკვე აღარ ჰგავს”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას დაკავებას.

დეპუტატის თქმით, არჩევნებამდე დარჩენილ მოკლე დროში ხელისუფლება ალოგიკურ ნაბიჯებს დგამს.

“ის, რაც გვგონია, რომ ალოგიკურია და არ შეიძლება ამ გზით მიოდიდეს ხელისუფლება არჩევნების წელს დარჩენილ ამ მოკლე დროში, ზუსტად იმ ალოგიკურ ნაბიჯებს დგას, რაც წარმოუდგენელია მგონია. ახლა რამდენი გვარიც არ უნდა გავიაზროთ, ვინ შეიძლება იყოს შემდეგი, გამოცნობა შეუძლებელია იმიტომ რომ ლოგიკურ და რაციონალურ პროცესს უკვე აღარ ჰგავს და ამ ყველაფერმა გონივრულობის სახე დაკარგა”, – განაცხადა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშისრულიად აშკარაა, რომ ეს არის პოლიტიკური მოტივებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება
შემდეგი სტატია„იემსი“‭ გიორგი მამალაძისთვის სასჯელის გადავადების მოთხოვნით სასამართლოს‬ მიმართავს