ვინ შეიძლება დარჩეს თამაშგარე მდგომარეობაში -საკადრო ცვლილებები

ხელისუფლებაში საკადრო წმენდაა მოსალოდნელი. მთავრობის მეთაურის გადადგომის შემდეგ მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც ღარიბაშვილის პირად კადრებად ითვლებოდნენ სავარაუდოდ ვეღარ შეინარჩუნებენ პოსტებს.

მათ შორის შეიძლება აღმოჩნდნენ მინისტრები, გუბერნატორები და რაც მთვარია – ე.წ. კახური კლანის წევრები, ანუ ღარიბაშვილის უახლოესი გარემოცვა, რომელშიც მისი ოჯახის წევრები შედიან.

მინისტრების პორტფელების გარეშე შეიძლება შინაგან საქმეთა, სოფლის მეურნეობის, სასჯელარსრულებისა და ევროინტეგრაციის მინისტრები დარჩნენ. მათთან ერთად არსებობს ინფორმაცია, რომ თანამდებობას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელიც დატოვებს.

შესაძლოა თანამდებობის გარეშე დარჩეს კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე და მისი მოადგილეებიც, რომელთაგან ერთ-ერთი ალექსანდრე ჭიკაიძეა.

ქართულ ოცნებაში არ გამორიცხავენ, რომ ცვლილებები შესაძლოა მტკივნეული იყოს.

banner
წინა სტატიაშიაჭარა 2016 წელს სავარაუდოდ ბიუჯეტის გარეშე შეხვდება
შემდეგი სტატიათურქეთის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა