ვინ შეცვლის გოგა გულორდავას “ქართული ოცნების” წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე?!

11 სექტემებერს, წალენჯიხაში პარტია, “ქართული ოცნების” რაიონული ორგანიზაციის თავმჯომარის არჩევნები გაიმართება.

როგორც პარტიაში, ასევე, სოციალურ ქსელში, ახალი თავმჯდომარის კანდიდატს განიხილავდა ყველა, ვისაც კი ლაპარაკი შეეძლო. მთავარ კანდიდატად პარლამენტის წევრი, წალენჯიხელი ირაკლი ზარქუა სახელდებოდა, თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, ზარქუამ შეთავაზებაზე, იმთავითვე უარი განაცხადა.

რაც შეეხება მოქმედ თავმჯდომარეს, გოგა გულორდავას, ის, პოლიტიკურ მოღვაწეობას თბილისში გააგრძელებს.

ვინ იქნება პარტია “ქართული ოცნების” წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე?! – პარტია 11 სექტემბერს ობუჯის მკვიდრს, ბაკურ სონგულიას დაასახელებს და ბუნებრივია, პარტია მას ერთხმად აირჩევს.

ცნობისთვის, 2021 წელს მეცხრე ოლქში – “ქართული ოცნება ‒ დემოკრატიული საქართველო” – ბაკურ სონგულიასა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – დათო მესხიას “ლეგენდარული” ორთობრძოლა ბაკურ სონგულიას წაგებით დასრულდა. მაშინ ხმები ასე გადანწილდ. დათო მესხია 50%(„ნაციონალური მოძრაობა“) და ბაკურ სონგულია 49% („ქართული ოცნება“);

ფაქტი: 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებში ბაკურ სონგულია პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სიის ათეულში ირიცხებოდა.

ამ დრომდე ბაკურ სონგულია წალენჯიხის აგრარული ბაზარის დირექტორის თანამდებობას იკავებს.

შეგახსენებთ, რომ ბაკურ სონგულიას სახით, წალენჯიხაში “ქართულ ოცნებას” რიგით, მესამე ხელმძღვანელი ეყოლება. პარტიის თავმჯდომარის პოსტს, თავდაპირველად, ჟურნალისტი, ბერდია კალანდია იკავებდა. კალანდია გოგა გულორდავამ ჩაანაცვლა, გულორდავას კი, ბაკურ სონგულია ცვლის.

banner
წინა სტატიაში„ღარიბაშვილის ერთი ჩარტერის ფასად, 300-მდე წალენჯიხელ მეორეკლასელს, კვებით, ერთი წელი ვუზრუნველყოფდით“ – ივანე ბურდული
შემდეგი სტატიახაზარაძე – დასაწყებია ღარიბაშვილის იმპიჩმენტის წესით გადაყენების პროცედურა