“ვინ სად მიბიძგებს, მაგრად ვზივარ”- უსუფაშვილი კოალიციის დატოვებაზე

პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად პარლამენტის კარი ღიაა ყველასთვის

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის თავმჯდომარემ მომავალ არჩევნებში კოალიციაში კვოტების გადანაწილების თემაზე ისაუბრა. დავით უსუფაშვილის თქმით კვოტებთან დაკავშირებით კოალიციაში ჯერ საუბარი არ ყოფილა თუმცა პარლამენტის თავმჯდომარის თქმით ამ საკითხში მნიშვნელოვანი იქნება გიორგი კვირიკაშვილის როლი:

„კოალიციაში ეს საკითხები არათუ გადაწყვეტილია, არამედ მსჯელობა არც კი დაწყებულა . კოალიციის ლიდერი არის გიორგი კვირიკაშვილი და ბუნებრივია ამ ტიპის საკითხების მოგვარება გადაწყვეტაში მასზე ბევრი რამე იქნება დამოკიდებული.“- განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტის სპიკერი „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ კოალიციის შესაძლო დატოვების შესახებ გავრცელებულ ხმებსაც გამოეხმაურა:

„კოალიციაში შევედით თუ არა ალბათ მეორე დღესვე დაიწყო ამბავი, აი ნახავთ „რესპუბლიკური პარტია“ ორ დღეში წავა სადმე. ვინ სად მიბიძგებს, მაგრად ვზივარ. ამ ბიძგებს რომ ვექვემდებარებოდეთ რატომ უნდა ვიჯდე იქ სადაც ვზივარ. ბიძგების სურვილიც რომ არ იყოს მაშინ პოლიტიკა არ იქნებოდა. ეს არ არის კეთილშობილ ჭაბუკთა და ქალიშვილთა კრებული სადაც „უი მე თქვენი ჭირიმე რამე არ გეტკინოთ და არ გაწყენინოთ“, რა თქმა უნდა ეს კონკურენციაა“- აღნიშნა უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი აპირებს უფრო აქტიურად ჩაერთონ საპარლამენტო საქმიანობაში
შემდეგი სტატიაგიორგი ქადაგიძე: პარლამენტი არის მნიშვნელოვანი ტრიბუნა, რომ მოსახლეობას ჩვენი პოზიცია გავაცნოთ