ვინ რას მოიმკის, რა წიწილებს დათვლის, 26 ოქტომბერს ვნახავთ – მაჭარაშვილი

ესა თუ ის აქტივისტი ფაშისტური მეთოდებით აბულინგებს დეპუტატებს, ვინ რას მოიმკის და რა წიწილებს დათვლის, 26 ოქტომბერს ვნახავთ, მაგრამ ვიდრე საქმე დასათვლელად ექნებათ, მანამდე სამართლებრივ ძალას დაინახავენ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, „ოპოზიციისა და „ენჯეოს“ წარმომადგენლებს პირდაპირი აღიარებითი ჩვენება აქვთ, როცა საჯარო სივრცეში ავრცელებენ, რომ თავად არიან უცხო ქვეყნის წარმომადგენლები, უცხი ქვეყნის ინტერესებს ატარებენ და ამას არც მალავენ“.

„შალვა პაპუაშვილს ხატია დეკანოიძემ პირდაპირ უთხრა, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა და მომავალშიც ითანამშრომლებს. უმრავლესობაზე უმცირესობის ბატონობა უნდათ და ამას საზოგადოებას ასაღებენ როგორც ევროპულ ღირებულებას. ეს არ გამოუვათ, მათი ქმედებები ფაშისტურია. ესა თუ ის აქტივისტი ფაშისტური მეთოდებით აბულინგებს დეპუტატებს და მათ ოჯახებს სიმართლისა და სუვერენიტეტის დასაცავად. ვინ რას მოიმკის და რა წიწილებს დათვლის, ამას 26 ოქტომბერს ვნახავთ, მაგრამ ვიდრე საქმე დასათვლელად ექნებათ, მანამდე სამართლებრივ ძალას დაინახავენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგერმანია უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე მათ მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენების უფლებას აძლევს
შემდეგი სტატიათიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტი – ტაქსი ლიზინგი