“ქართულ ოცნებას” 2026 წელს თანხა 8 ადამიანმა შესწირა. შეწირული თანხის ჯამი 290 000 ლარს შეადგენს
პირველი, ვინც პარტიის ანგარიშზე ფული ჩარიცხა თბილისის მერი, კახა კალაძეა. მან პარტიას 12 ათასი ლარი შესწირა. ამის შემდეგ კი სიაში ჩნდებიან მხოლოდ “ქართუ“ ჯგუფთან დაკავშირებული პირები.
კერძოდ, 15 იანვარს კახა კალაძემ 12 000 ლარი, 23 იანვარს მანანა ნადირაძემ 30 000 ლარი, ასევე 23 იანვარს ნატო ხაინდრავამ 50 000 ლარი, 26 იანვარს გოჩა ჩიკვილაძემ 40 000 ლარი, 26 იანვარს ილია ქარქაშაძემ 20 000 ლარი, 27 იანვარს ვახტანგ ლომინაძემ 23 000 ლარი, 28 იანვარს გივი ლიბანიძემ 60 000 ლარი, 30 იანვარს კი ზურაბ გოგუამ 55 000 ლარი.
ტვ პირველის ინფორმაციით, მკვლევარები ამბობენ, რომ ჯგუფურად შეწირულობის თემა დიდი ხანია არსებობს და ის “ოცნებამ“ აამუშავა. მათი თქმით, ეს ყველაფერი არის იმის დასტური, რომ ბიძინა ივანიშვილი “ქართუს“ წევრების გავლით აფინანსებს პარტიას, თუმცა, არავის სჯერა, რომ ეს მათი პირადი თანხაა.

















