ვინ მოჰპარა სალხინოს რწმუნებულს მოჭრილი მორები? 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.

მიმდინარე წლის 20 თებერვალს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა წაბლის, ცაცხვის, წიფლის, მურყანისა და ნაძვის სახეობის 179 ერთეული მრგვალი მორი აღმოაჩინეს, რომლებიც, მიღება-ჩაბარების ოქმით, მორები მარტვილის მერის წარმომადგენელს მიბარდა.

გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხამ 11 727 ლარი შეადგინა. საქმის მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, მარტვილის რაიონულ სამმართველოში გადაიგზავნა.

22 თებერვალს, მერის წარმომადგენელმა 18 ერთეული წიწვოვანი სახეობის მორის მოპარვის შესახებ, შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, მარტვილის რაიონულ სამმართველოს შეატყობინა. პოლიციის სამმართველოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი დაადგინეს და მოპარული წიწვოვანი სახეობის მორები ამოიღეს. მოქალაქემ ჩადენილი დანაშაული აღიარა.

ფაქტზე გამოძიება, სსკ 303-ე მუხლის პირველი ნაწილით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, მარტვილის რაიონულ სამმართველოში დაიწყო.

“თაიმერის” ინფორემაციით კი: მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში ხე-ტყით დატრვირთული მანქანა დააკავეს, რომელიც სალხინოს რწმუნებულის გიორგი ჯიჯელავას სახლში ჩააყენეს. ღამის საათებში ჯიჯელავას სახლიდან მანქანა გაქრა ისე რომ, რწმუნებულის ოჯახს არც კი გაუგია. მანაქანა მეორე დღეს იპოვეს,მაგრამ როგორც მარტვილელები აცხადებენ მოჭრილი მორების რაოდენობა შეცვლილი იყო.
როგორც მარტვილში აცხადებენ გიორგი ჯიჯელავა იმ ე.წ რაზმის წევრი იყო , რომელიც 93 წელს “ჯიჯელავების რაზმის” სახელით მთელს სამგრელოს ესხმოდა თავს. თუმცა ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს სალხინოს რწმუნებული. შეგახსენებთ, რომ ეს ის რაზმია, რომელიც აწ გარდაცვლილი წალენჯიხის პოლიციის უფროსის სახლს, 1993 წელს 40 კაცის შემადგენლობისთ თავს დაესხა. ისინი იარაღის მიბჯენით გოგი კალანდიას ცოლ-შვილს საბარგულში “ტენიდნენ” გასატაცაბლად. მინდორზე მუხლმოდრეკილ გოგი კალანდიას შვილებს, 5 და 8 წლის ბავშვებს, მამის და დედის მოკვლით ემუქრებოდნენ. ბავშვების დედას, იარაღმიბჯენილ ნატო კვარცხელიას, ოთახებში მეუღლეს აძებნინებდნენ. ოჯახის და რაიონის გადასარჩენად გოგი კალანდია წინ აღუდგა ამ ე.წ რაზმს. მაშინ კი გადარჩა ბატონი გოგი, მაგრამ 1994 წელს მაინც დახვრიტეს.

banner
წინა სტატიაშისუსი: არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების პირველადი მიზეზი არის „გულის შეტევა (ე.წ. ინფარქტი)“
შემდეგი სტატიატექნიკური უნივერსიტეტი – გზა მომავლისკენ!