ვინ მოგვწონს და ვინ არ მოგვწონს, იმის მიხედვით კანონის გამოყენება არ შეიძლება-ბესელია ლუჟკოვის ვიზიტზე

ჩვენ ვინ მოგვწონს და ვინ არ მოგვწონს, იმის მიხედვით კანონის გამოყენება ბუნებრივია, არ შეიძლება-ამ განცხადებით, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტს ეხმაურება. ეკა ბესელია ამბობს, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება პირადი სიმპათიით არ უნდა იქნას მიღებული.

ბესელიას თქმით, ის არ ფლობს ინფორმაციას ლუჟკოვის აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით. მისივე ინფორმაციით, არც შესაბამის უწყებებს არ აქვთ მსგავსი სახის დოკუმენტი.

„ჩვენ ვინ მოგვწონს და ვინ არ მოგვწონს, იმის მიხედვით კანონის გამოყენება ბუნებრივია, არ შეიძლება. ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს დელეგირებული ფუნქცია, პირი რომელიც ქვეყანაში შემოდის და არსებობს საფუძველი არ შემოშვების, ისინი იღებენ გადაწყვეტილებას,“ – აცხადებს ეკა ბესელია.

banner
წინა სტატიაშიმარტვილის რაიონში საფლავები შეურაცხყვეს
შემდეგი სტატიააშშ-სთან ჩვენი ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადადის