ვინ ლობირებს შპს ,,ყვარელრემმშენებელს”-უმრავლესობის დეპუტატი ბრალდებებს აშშ-დან პასუხობს

,,ნაციონალური მოძრაობიდან” საკრებულოს დეპუტატების განცხადებით, კომპანია ,,ყვარელრემმშენებლი52″ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის დავით მათიკაშვილის სახელთანაა დაკავშირებული, ამის შესახებ საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
,,ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებებს ნიუ იორკიდან დეპუტატი დავით მატიკაშვილი გამოეხმაურა, მისი თქმით, კომპანიის 100% წილის მფლობელ გიორგი ჯოხარიძეს არ იცნობს და ამ კომპანიასთან არანაირი კავშირი აქვს.
,,ჩემი გარდაცვლილი ბიძის მეზობლად მაგ გვარის ადამიანები მართლაც ცხოვრობდნენ, მაგრამ გვარითა და სახელით ვერც ვიხსენებ ამ ადამიანს… ასეთ ცილისწამებას ,როცა გეუბნებიან შეიძლება ყველაფერში ეჭვი შეიტანო. მორალური ღირებულებებისგან დაცლილი ადამიანები გამოვიდნენ და დაამტკიცონ, რასაც ამბობენ ან მოიხადონ ბოდიში”-განაცხადა მატიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში” თაიმერს“ ხელთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შავი სიის ფრანგმეტი ჩაუვარდა
შემდეგი სტატიაქვეყანაში დანაშაულის აღრიცხვა არ ხდება, რაც გაცილებით მწვავე პრობლემაა – რატიანი