ვინ ხართ ხალხო საერთოდ, ან სად გაიზარდეთ ან რა გინდათ ამ ცხოვრებისგან – ნიკა სიმონიშვილი კადრებზე

“ცოტა ტვინი გაატოკეთ, არავის შეგრჩათ ადეკვატურობა იმის მისახვედრად, რომ ძალიან დიდ საშინელებას აკეთებთ?” – ასე ეხმაურება “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი, პენიტენციური სამსახურის მიერ კადრების გასაჯაროებას, რომელიც მესამე პრეზიდენტის გლდანის ციხის საავადმყოფოში ძალადობრივად შესახლებას ასახავს.

“ვინ ხართ ხალხო საერთოდ, ან სად გაიზარდეთ ან რა გინდათ ამ ცხოვრებისგან.

ან ეს კადრების ასე ფრიალი რა უბედურებაა ან რას მიაღწიეთ საერთოდ, ისევ თავები გაიხადეთ სალანძღავი.

მოეშვით ამ ვითომ სახალხო სამსჯავროებს და თუ რამეა გამოსაძიებელი, მიხედოს გამოძიებამ.

ცოტა ტვინი გაატოკეთ, არავის შეგრჩათ ადეკვატურობა იმის მისახვედრად, ძალიან დიდ საშინელებას რომ აკეთებთ?”, – წერს ნიკა სიმონიშვილი.

banner
წინა სტატიაშიგიული ალასანია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე – დიდი მადლობა მათ, მე პირადად სხვა მოწოდებას ველოდებოდი, საავადმყოფოში რომ გადაიყვანონ და მიხედონ
შემდეგი სტატიამაჭარაშვილი – საზოგადოებამ დაინახა, 40 დღე მოშიმშილე ადამიანი როგორ აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას ბადრაგის თანამშრომელს, დადასტურდა, რომ სააკაშვილის შიმშილობა იყო სპეკულაცია