ვინ ხალხს ვკალვდი ერთი გამაგებინეთ?

saakshvწინა ხელისუფლების მხრიდან ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებული კითხვა დაუსვეს მიხეილ სააკაშვილს ფეისბუქ-ლაივში. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პოლიციის მხრინდა ჰქონდა ადგილი ძალის გადამეტების შემთხვევებს, თუმცა ,,ცოცები“ და ,,დახოცილი 26 ათასი ვაჟკაცი“, სააკაშვილის თქმით, რუსული სპეცსმსახურების მიერ დადგმული სცენარია.
,,ვინ ხალხს ვკალვდი ერთი გამაგებინეთ? საქართველოში შემოჭრილ მტერს კი. პოლიცია ძალას იყენებდა რამდენჯერმე, როცა ხალხს ძალით იტაცებდნენ, მაგრამ არა შემდგომ წლებში. ეს საუბრები – ცოცხი და რომ ხალხი დახოცეს 26 ათასი ახალგაზრდა… თქვენ თვითონ გჯერათ ამის? ძალის გადამეტება იყო, და ასეთი ქმედებები ხდება ამერიკაშიც და სხვაგანაც, მაგრამ ხომ ყველამ იცით, რომ ეს ცოცხები ყველას ერთად აჭამა ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსმსახურმა და მათმა გამოგზავნილმა რუსმა ოლიგარქმა. არ უნდა იყოს არათანაზომადი დასჯა და ძალის გამოყენება, თუ სერიოზულად გვინდა ამაზე ვილაპარაკოთ, თუარადა მაშინ ამის ვისაც გჯერათ, კარგად იყოს და უყუროს ხაინდრავას შედევრს“ – განაცხადა სააკაშვილმა.

სააკშვილი დარწმუნებულია, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა“ 8 ოქტომბრის არჩევნებში გაიმარჯვებს.

,,ივანიშვილს უკვე წაგებული აქვს სამეგრელო და აჭარა, შეშფოთებული არიან კახეთზე და იმერეთის რეგიონზე, იმედი აქვთ, რომ თბილისით ამოქაჩევენ, მაგრამ ვერ ამოქაჩავენ. მინდა გითხრათ და გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ.2012 წელს ბვევრმა მისცა ხმა, ეს არაფერს ნიშნავს, მაშინ აჭარში თუ მაგრად წავაგეთ, ეხლა მოვიგეთბ, ასევე თბილისში. ასე ხდება დემოკრატიის ჩამოყლებება, ადამინები არიან განახლების მომხრე. ნაციონალურ მოძრაობის გარდა სხვა ალტერნატივა დღეს არ არის. ივანიშვილის ოცნება ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება, რადგან მათ იდეოლგია არ აქვთ“ – განაცხადა სააკაშვილმა.

არჩევნები ვერ გაყალბდება – საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ დღეს ამომრჩევლის დიდი ნაწილი ოპოზიციურად არის განწყობილი. მისი თქმით, რუსთავი 2-ის ეგზიტპოლი დადებს რეალურ სურათს და ხელისუფელბას მოუწევს ამის არიარება.

,,როგორც კი რუსთავი 2-ის ეგზიტპოლი ვნახე გამოვედი და ვთქვი, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნები წააგო, ეს გამოვაცხადე არა როგორც პარტიის ლიდერმა, არამე მე როგორ პრეზიდენტმა, რომელიც ყევლაფრზე მაღლა უნდა დადგეს. შემდეგ რუსთავი 2 მა იწინასწარმეტყელა ჩვენი დამარცხება ადგილობრივ არჩევნებში, საპარეზიდენტოშიც. ხალხმა იცის რომ რუსთავი 2 სწორად წინასწარმეტყველებს. რაც იქნება რუსთავი 2ის ეგზიტპოლში, ეს იქნება სიმართლე. როცა ეს გამოცხადდება, მერე ცადონ გადაწერა და გადმოწრა, ეს არაფერს შეცვლის. ეს სიმართლე იქცევა ივანიშვილის წარღვნად და ეს იქნება დემოკრატიის გამარჯვება“ – განაცხადა სააკაშვილმა ფეისბუქ-ლაივში დასმული კითხვების საპასუხოდ.

https://youtu.be/hDc1zKQt5qU

 

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: 5:0-ს მოვიგებთ, 41-იანი ანგარიშები აღარ იქნება
შემდეგი სტატიაგიულენმა თურქეთში დაბრუნებაზე მზაობა გამოთქვა