ვინ იქნება წულუკიანის შემცვლელი-რა ხდება ,,ოცნების“ კულუარებში

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებამას შემდეგ, რაც დღის წესრიგში იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თანამდებობიდან გადადგომის საკითხი დადგა, „ქართული ოცნება“ წულუკიანის შემცვლელად შალვა თადუმაძის კანდიდატურას განიხილავდა, მაგრამ როგორც ირკვევა, წულუკიანი გადადგომას არ აპირებს, მოხსნით კი ვერავინ მოხსნის. ამიტომ „ქართულმა ოცნებამ“ თადუმაძეს შესაძლოა, მთავარი პროკურორობა შესთავაზოს, თუმცა ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არაა მიღებული, რას იზამს წულუკიანი.
თუ ის ელჩად წავა, არაა გამორიცხული, თადუმაძე ისევ „ძველ პოზიციას“ დაუბრუნდეს და „ოცნებამ“ იუსტიციის მინისტრის კანდიდატად წარადგინოს. დღეის მონაცემებით კი, როგორც „თაიმერის“ წყარო ამბობს, „ოცნების“ გარკვეული ნაწილი თადუმაძეს უკვე მთავარ პროკურორად მიიჩნევს.

banner
წინა სტატიაშიგარკვეული კატეგორიების მართვის მოწმობების შეცვლის ვადა 2019 წლის 1-ელ მარტამდე გადაიწევს
შემდეგი სტატიასაზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით შრი-ლანკის რვა მოქალაქე დააკავა