დავით ბაქრაძე: ვინ იქნება მომავალი პრემიერი, ეს არც მე ვიცი და არც უმრავლესობის წევრებმა

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა მიიღო და მომავალი პრემიერის ვინაობაც მხოლოდ მან იცის.

უმცირესობის ლიდერი არ თვლის, რომ ახალი მთავრობის დასაკომპლექტებლად განსაკუთრებულად გართულებული პროცედურები იქნება, ვინაიდან გუნდის გადახალისება, არსებულ მთავრობას ვერ შეცვლის.

„ვინ იქნება მომავალი პრემიერი, ეს არც მე ვიცი და არც უმრავლესობის წევრებმა. ეს იცის მხოლოდ ერთმა ადამიანმა და ამიტომ, დაველოდოთ ამ ადამიანის გადაწყვეტილებას. რაც შეეხება პროცედურებს, არ ვფიქრობ, რომ განსაკუთრებულად გართულებული პროცედურები იქნება, ვინაიდან, გუნდის შიგნიდან ვერანაირი გადახალისება, ამ მთავრობას ვერ შეცვლის, ვინაიდან ეს იქნება იგივე მთავრობა, რომელიც არ წარმოადგენს ერთ გუნდს, რომელსაც არ აქვს ერთი ღირებულებები, რომელსაც არ ესმის ხალხის გაჭირვება და რომელსაც არ გააჩნია კონკრეტული გეგმა, როგორ წაიყვანოს ქვეყანა წინ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიზვიად კვაჭანტირაძე: გიორგი კვირიკაშვილი პრემიერობის ერთ-ერთი რეალური კანდიდატურაა
შემდეგი სტატიახუხაშვილი პრეზიდენტთან დამწვარი ხიდის აღდგენაზე საუბრობს