ვინ იქნება ირანული გაზის საქართველოს მომწოდებელი და რატომ ეწინააღმდეგება მინისტრი

29აზერბაიჯანული გამოცემა “ტრენდის” ხელმძღვანელი ელმირა ტარივერდიაევა, დღეს ირანსა და საქართველოს შორის გაზის მომარაგების საკითხებში გაჩენილ ახალ დეტალზე მკითხველს საინტერესო სტატიას სთავაზობს, რომელსაც “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:

ინტრიგას, რომელიც ირანის გაზის ირგვლივ აგორდა, რომელიც საქართველოს უნდა მიეწოდოს, დღეს ახალი დეტალი მიემატა.
ირანი საკუთარ გაზს აზერბაიჯანიდან მიაწვდის საქართველოს – განაცხადა საქართველოს ენეგრეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, რომელიც ირანში ვიზიტით იმყოფება. ამასთანავე, კალაძემ განაცხადა, რომ, შესაძლებელია, მიწოდება სომხეთიდანაც განხორციელდეს. საინტერესოა, რომ გუშინ ირანის გაზის საექსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა ალირეზ კამალმა კალაძესთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ ირანი განიხილავს 7 თვის მანძილზე 200 მილიონი კუბა მეტრი გაზის საქართველოსთვის სომხეთიდან მიწოდებას. მას გუშინ აზერბაიჯანი არც უხსენებია, ისე, თითქოს, მარშრუტის საკითხი უკვე გადაწყვეტილი იყო.

აქ იბადება შეკითხვა: თუკი კალაძეს მარშრუტი დაგეგმილი აქვს, დღეს, თეირანში ყოფნისას რატომ ახსენეს აზერბაიჯანი – ახალი მოკავშირე, ერთ-ერთ შესაძლო ტრანზიტ-ქვეყანად?
შესაძლოა იმიტომ, რომ ქართველებს ესმით, რომ ირანისათვის პოლიტიკური კუთხითაც არის საკითხი საინტერესო, და ბოლოს – ირანის დიდი ხნის პარტნიორი სომხეთი (თუმცა რეგიონში მხოლოდ ერთი პროექტის), თვითონ საქართველოსთვის არანაირად არ არის მომგებიანი.

პირველი, არ ღირს ქართველებმა დაივიწყონ, რომ ტექნიკური კუთხით, ირანული გაზის სომხეთიდან ტრანზიტი, მსუბუქად რომ ვთქვათ, პრობლემატურია. საქმე იმაშია, რომ სომხეთს არ გააჩნია შესაბამისი ინფრასტრუქტურა. მილების დიამეტრი, რომლითაც ირანი სომხეთში გაზს უშვებს, 700 მილიმეტრია, მისი გამტარუნარიანობა კი დაახლოებით ორი მილიარდი კუბომეტრია წელიწადში. დღეს მილი დატვირთული არ არის სრული მოცულობით, თუმცა, ირან-სომხეთის გაცვლების სქემის გათვალისწინებით “გაზი ელექტროენერგიის ნაცვლად”, მილსადენის სრული დატვირთვა მოხდება მოგვიანებით, როცა მაღალი ძაბვის მესამე ხაზი იქნება ჩართული, სომხეთი კი ირანს ყოველწლიურად 5-7 მილიარდ კილოვატ საათ ელექტროენერგიას მიაწვდის. გასაგებია, რომ გაზის მილები, რომელიც ორ ქვეყანას აერთებს, არ არის მასშტაბური და მისი მოცულობის გეგმებში საქართველო არ შედის.
საუბარი რომ იყოს გაზის რამდენიმე წელიწადში მიწოდებაზე, მაშინ, სავარაუდოდ, უკეთესი ინფრასტრუქტურის გაჩენის იმედი იქნებოდა, მაგრამ ჯერჯერობით, ამაზე საუბარი ადრეა და გაზი ირანიდან მარტში შემოვა.
მნიშვნელოვანია ასევე ის ფაქტი, რომ სომხეთის გაზსადენი რუსული “გაზპრომის” “სომხური დაა”, რომელმაც თავის დროზე სერიოზული ინვესტიციები ჩადო მშევენლობაში, დღეს კი მილსადენის ოპერატორია. ამიტომ ეჭვს იწვევს საკითხი, მოუნდება კი “გაზპრომს” მილები საქართველოს მოთხოვნებს დაუთმოს.
რაც შეეხება აზერბაიჯანის ტექნიკურ შესაძლებლობებს, ამაზე არა ერთხელ ითქვა. ჯერ კიდევ ნოემბერში “სოკარის” ხელმძღვანელმა როვგან აბდულლაევმა თქვა, რომ კომპანია გაჯიგაბულ-გარდაბნის მილსადენს სრულ მოდერნიზებას გაუწევს მისი მოცულობის გასაზრდელად.
გარდა ამისა, “შახ დენიზ 2”-ის პროექტის ფარგლებში, უკვე დაიწყო სამხრეთ კავკასიის მილსადენების გაფართოება, რაც თავის მხრივ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე საქართველოს ორი მიმართულებით ახალი მილსადენების მშენებლობას გულისხმობს. სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოება მის გამტარიანობას გაზრდის ორჯერ მაინც – წელიწადში 20 მილიარდ კუბომეტრზე მეტი. ეს საქართველოსთვის მეტი გაზის მიწოდების საშუალებას იძლევა.
ცხადია, რომ ქვეყნებს, რომლებიც გაზის მილსადენების ვენებად არიან აღიარებული, მეტი ფინანსები აქვთ უკეთესი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. შემდეგ კი საჭიროა მოცდა, საღი აზრი გაიმარჯვებს თუ პოლიტიკური გათვლა.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიReuters: მერკელი რუსეთს არაწესიერ თამასში სდებს ბრალს
შემდეგი სტატია“პუტინი სტალინის მოქმედებების განმეორებით ისტორიაში აპირებს შესვლას”