ვინ იქნება დასახელებული პრემიერ-მინისტრის პოსტზე დღეს, 17.00 საათზე გახდება ცნობილი

ვინ იქნება დასახელებული პრემიერ-მინისტრის პოსტზე დღეს, 17.00 საათზე გახდება ცნობილი, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კალაძის თქმით, უმრავლესობის შეხვედრაზე დღეს მთავრობის წევრებიც არიან მიწვეული.
“დღეს 5 საათზე არის შეხვედრა უმრავლესობასთან. მოწვეული იქნებიან მთავრობის წევრები და კანდიდატთან დაკავშირებით იქნება მსჯელობა. მიღებული იქნება გადაწყვეტილება. თუ ვინ იქნება დასახებული და გადაწყვეტილება 17.00 საათზე გახდება ცნობილი”,- განაცხადა კალაძემ.
პარტია “ქართული ოცნების” გენერალურ მდივანს არ დაუკონკრეტებია, განიხილება თუ არა პრემიერ-მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურა.
დასმული კითხვის პასუხად კახა კალაძემ განაცხადა, “გუნდში არის მსჯელობა, არის კანდიდატურები”.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ ტატუნაშვილის საქმეზე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს ბრალი წარუდგინა
შემდეგი სტატიადავით ჭიჭინაძის მტკიცებით, ივანიშვილისა და კვირიკაშვილის დაპირისპირების მიზეზი, მამუკა ხაზარაძე გახდა