ვინ იგებს არჩევნების მეორე ტურს? – ანალიტიკური პროგნოზი!

ჟურნალისტმა და ბლოგერმა კახაბერ ადამიამ, რომელიც დიდი ხანია ,,თაიმერთან,, თანამშრომლობს, წინა ორი არჩევნების შედეგები, ძალიან მაღალი სიზუსტით გამოიცნო და გამარჯვებულებიც ზუსტად იმ პრიცენტებში დასვა, რაც მათ ოფიციალურად დაუფიქსირდათ. ამჯერად ის, ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის საკუთარ პროგნოზებს გაგვაცნობს.

დავიწყოთ იქიდან, თუ როგორ ჩატარდება არჩევნების მეორე ტური იმ 20 ქალაქში, სადაც მერის არჩევნებში გამარჯვებული ჯერ არ გამვლენილა…
პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ ხელისუფლებამ პირველ ტურშივე, თავისთვის გაინაღდა სამი მთავარი შედეგი…
პირველი: ადგილობრივი არჩევნების პირველი ტური, მიუხედავად საერთაშორისო ორგანიზაციების სერიოზული შენიშვნებისა, ლეგიტიმურდ და კარგად ორგანიზებულად გამოცხადდა…
მეორე: ოპოზიციური პარტიების მიერ მეორე ტურში მონაწილეობის სურვილმა, ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაცია და პროცესის კანონიერება, ქვეყნის შიგნითაც გაამყარა და ოპოზიციას, მასშტაბურ გაყალბებაზე აპელირების საშუალებაც მოუსპო.
და მესამე: ხელისუფლებამ პროპორციული სისტემით უკვე მიიღო ხმების 47%-მდე, რითაც მოიხსნა შარლ მიშელის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა.
ზემოთხსენებული სამი შედეგის განაღდების პარალელურად იმ რთულმა სიტუაციამ, რაც სააკაშვილის ჩამოსვლამ და მისი პარტიის მობილიზებამ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ გამოიწვია, არჩევნების მეორე ტურში, არ გამოვრიცხავ რომ ხელისუფლებამ ,,სპეცოპერაცია,, მოაწყოს და მას არჩევნები დაარქვან სახელად… ამიტომაც ვთვლი, რომ საარჩევნო გარემო ოპოზიციისთვის ბევრად უფრო უარესი იქნება – ვიდრე ეს პირველ ტურში იყო.
ამას გარდა, არჩევნების მეორე ტურში, ისევე როგორც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოხდა, ხელისუფლება გაცილებით უფრო მეტად გამოიყენებს სახელისუფლო რესურს, დახარჯავს და მოსასყიდად დაარიგებს გაცილებით მეტ ფულს, დაეხმარება გაცილებით მეტ ადამიანს თავისი პრობლემების მოგვარებაში, დააშინებს და დაატერორებს გაცილებით უფრო მეტ ამომრჩეველს, რათა გაცილებით მეტი ხმა მიიღოს, ვიდრე პირველ ტურში ჰქონდა.
რაც შეეხება აქტივობას მეორე ტურში… გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო 9 წლის მანძილზე ჩატარებული არჩევნების თითქმის ყველა მეორე ტურს (გარდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისა, რომელიც ოპოზიციამ ასევე წააგო), თავად ოპოზიცია თვლიდა უპერსპექტივოდ და საკუთარ ამომრჩეველს ბოიკოტისკენ მოუწოდებდა, ამიტომ ოპოზიციური ამომრჩეველი, ვფიქრობ ნაკლენად აქტიური იქნება…
მაგალითად, შარშან გლდანში, საპარლამენტო მაჟორიტარული არჩევნების პირველ ტურში, ნიკანორ მელიამ ფაქტიურად დაამარცხა მისი მეტოქე ,,ოცნების, კანდიდატი ლევან კობიაშვილი, მაგრამ 50% ბარიერის გამო მეორე ტური დაინიშნა… თუმცა მეორე ტური, თავად მელიამ და მისმა პარტიამ ჩათვალა უპერსპექტივოდ და მხარდამჭერებს ბოიკოტისკენ მოუწოდა… და ასე გააკეთეს მთელს საქართველოში… სულ რაღაც 11 თვის უკან, ოპოზიციამ უარი თქვა 17 ოლქში მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურზე – როგორც უპერსპექტივო ღონისძიებაზე, ამიტომ, ახლა მათ ძალიან გაუჭირდებათ, რომ ამომრჩეველი საპირისპიროში დაარწმუნონ და მათი მაქსიმალური მობილიზება მოახდინონ. ამასთანავე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ოპოზიციაში არიან ისეთი ლიდერებიც, რომლებიც მეორე ტურში მონაწილეობას თავად უყურებენ სკეპტიკურად. რაც შეეხება სააკაშვილის უეცარი ჩამოსვლით გამოწვეულ მისი მხარდამჭერების მოტივაციას და მობილიზაციას, რაც პირველ ტურში ვიხილეთ, ეს მოტივიც და ემოციებიც, სააკაშვილის დაპატიმრების შემდგომ პერიოდში გამოვლენილი ოპოზიციის უგერგილობის გამო, დანდათან ჩაქრა და მინავლებულია.
რაც შეეხება ხელისუფლების მომხრეების მობილიზებას, ყველასთვის ცნობილია რომ მათ ეს ამბავი ძალიან კარგად გამოსდით და არც საშუალებები აკლიათ იმისთვის, რომ როგორც ადრე, ყველა პოტენციური მომხრე უკლებლივ მიიყვანონ ურნებთან.

ახლა მიმოვიხილოთ თბილისის მერის არჩევნები, რომელიც მეორე ტურის ფარგლებში უმნიშვნელოვანესია და ფაქტობრივად, პირდაპირი არჩევის გზით მიღებული უდიდესი თანამდებობაა საქართველოში, ქვეყნის პრეზიდენტის შემდეგ. პოლიტიკურად, თბილისის მერის არჩევნების მოგებას, უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ვიდრე დანარჩენი 19 ქალაქისას – ერთად აღებულს.
თბილისის მერის არჩევნების პირველი ტურში სახელისუფლო კანდიდატმა კალაძემ 45 % -ზე ოდნავ მეტი მიიღო და პირველ ადგილზე გავიდა, რაც ძალიან მაღალი და მნიშვნელოვანი შედეგია და ხმების იგივე რაოდენობით მიღებაც კი, რაც სახელისუფლო კანდიდატს არამგონია გაუჭირდეს, ფაქტიურად კალაძის მერობას უდრის… და აი რატომ…
თბილისის მერის არჩევნებში, მესამე ადგილზე გავიდა გიორგი გახარია, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი 9,35% მიიღო და ამომრჩეველთა ეს კატეგორია, ფაქტობრივად წყვეტს არჩევნების ბედს. როგორც ცნობილია, გახარიას ამომრჩეველი, როგორც თავად გახარია, ,,ოცნების,, ყოფილი მხარდამჭერი და ,,ნაცმოძულე,, და ,,მელიამოძულეა,, კატეგორიას ეკუთვნის, რაც ფაქტობრივად გამორიცხავს ამ ხალხის უდიდესი უმრავლესობის მიერ, ნიკანორ მელიას მხარდაჭერას იმ შემთხვევაშიც კი, გახარიამ თავად რომ მოუწოდოს მელიას მხარდაჭერისკენ… გახარიას მსგავსი ,,ნაცმოძულე,, და არაპროდასავლური ამომრჩეველი ჰყავს მერობის კიდევ ერთ კანდიდატს ,,პატრიოტთა ალიანსიდან,, გიორგი ლომიას, რომელმაც პირველ ტურში 1,5% მიიღო… ამ ორი კანდიდატის, (გახარია-ლომია) ამომრჩევლი (ჯამში 10,6%), იმ კაგეგორიისაა, რომელთა ნაწილი ან საერთოდ არ მივა მეორე ტურზე, ხოლო მისულთაგან თითქმის ყველა – კალაძეს შემოხაზავს.
ახლა ეს ყველაფერი, შეგვიძლია განვიხილოთ მათემატიკურად და დავაჯამოთ არა ხმების ზუსტი რაოდენიბის, არამედ ორ კანდიდატს შორის, პოტენციური გამარჯვებულის გამოსავლენად:
კალაძის 45% + გახარიას ხმების X% + ლომიას ხმების X-%, უფრო მეტია ვიდრე კალაძის 45%… ანუ უდრის =45+X%+X%
ხოლო დარჩენილ ამომრჩეველთა (100-45,2-9,3-1,5=44,2%) იმ 44,2 პროცენტიდან, რომელთაგან 34%-მა მელიას მისცა ხმა და 10,2%-მა ყველა დანარჩენ კანდიდატს… , სრული 100% -თ მელიას რომ დაუჭირონ მხარი, რაც ასევე წარმოუდგენელია, ეს მას გამარჯვებას ვერ მოუტანს, რადგან კალაძეს 45% + X%, ყველა შემთხვევაში მეტია 44,2%-ზე… რაც მატემატიკურადაც კალაძის უპირატესობას და მისი გამარჯვებას უფრო დიდ შანსებს უდრის. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მელია ვერანაირად ვერ მიიღებს იმ ხალხის ხმებს, ვინც პორველ ტურში კალაძეს, გახარიას და გიორგი ლომიას მისცა ხმა, და ამ ხმათა ჯამი, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 55%-ზე მეტია… და არალოგიკური იქნება იმის მტკიცება, რომ კალაძე ამ 55% -დან სადაც მისი 45% იყო, უფრო მეტ ხმას ვერ მიიღებს, ვიდრე მელია დარჩენილ 44%-ში, სადაც მისი – მხოლოდ 34% იყო.

პოლიტიკურ პარტიებს შორის ურთიერთმხარდაჭერის და ხმების გადანაწილების პროცესი, მინდა ვთქვა რომ, დაახლოებით თბილისის ანალოგიური იქნება მეორე ტურში – სხვა ოლქებშიც.
როგორც წესი, 30 დღეში პარტიების და ლიდერების რეიტინგები თითქმის არ შეიცვლება და არც არჩევნების ჩატარების მეთოდიკა, თუ ქვეყანაში რაიმე რეზონასული რყევა არ მოხდა პოლიტიკურ პროცესებში… და აქედან გამომდინარე, ამ მომენტისთვის ვფიქრობ, რომ მხოლოდ ერთი თეორიული შანსი არსებობს, ამ ბალანსის ოპოზიციის სასარგებლოდ შესაცვლელად… თუ არჩევნების მეორე ტურის ჩატარებამდე, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაში და საქართველოში იქნება… თუმცა ეს ვარიანტი, არსებული ხელისუფლების და ოპოზიციის პორობებში, მხოლოდ თეორიის დონეზე შეგვიძლია განვიხოლოთ.
ყიველივე ზემოთქმულიდან გამოდინარე, თავს უფლებას ვაძლევ, რომ ვთქვა, არჩევნების მეორე ტურში ,,ნაციონალური მოძრაობა,, მასთან ალიანსში მყოფ ოპოზიციასთან ერთად, წააგებს თბილისს და დარჩენილი 19 ქალაქიდან ყველას… თუმცა გამორიცხული არაა, რომ ,,ქართულმა ოცნებამ,, დემოკრატიული ანტურაჟისათვის, თბილისის გარეთ, ერთი ან მაქსიმუმ ორი ქალაქის მერი დათმოს … და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ მერების მომავალში გადმობირების, ან რაიმე ფორმით მათზე ზეწოლის და განეიტრალების საფუძველი ექნებათ.

თუ ვინმე იტყვის, რომ აქ მოყვანილი შედეგები და პროცენტები რეალობას არ შეესაბამება და ის ცეესკოს ან ადგილობრივი დამთვლელების გაყალბების შედეგია… პასუხად ვეტყვი, რომ ეს არაფერს არ ცვლის, რადგან ჩემი პროგნოზი ეხება არჩევნების ცესკოს მიერ გაფორმებულ შედეგებს, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციებიც დაეთანხმა და ოპოზიციაც… და არა იმას, როგორ შეფასებას ვაძლევ ამ არჩევნებს მე, ან ვინმე სხვა კერძო პირი.

კახაბერ ადამია

banner
წინა სტატიაშიგაიცანით ბიზნესდაჯილდოების ჟიურის წევრები ნომინაციაში „საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის“
შემდეგი სტატიაკობახიძე – არჩევნებმა აჩვენა, რომ ქართულ საზოგადოებას არ სურს წარსულში დაბრუნება