ვინ იბრძლოლებენ წალენჯიხის გამგებლობისთვის „ოცნებასა“ და ოპოზიციიდან

walenjixa
ქოცნაცური წინასაარჩევნო "ზახოდი" - მომეცი "სივი" მოგცემ სკამს!8 ოქტომბერს, ზუგდიდსა და წალენჯიხაში, საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, გამგებლის რიგგარეშე არჩევნებიც გაიმართება. „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მოქმედი გამგებლები დაასახელა, ქალაქ ზუგდიდში კი, საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე წარადგინა. ედიშერ თოლორაიამ, გოგა გულორდავამ და მერაბ ქვარაიამ, თანამდებობები კანონით დადგენილ ვადაში, განცხადების საფუძველზე დატოვეს, რის გამოც ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებში რიგგარეშე არჩევნების ჩატარება გახდა აუცილებელი. კანონის მიხედვით, მერის ან გამგებლის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით. ეს ხდება მათი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან არაუადრეს მე-8 და არაუგვიანეს მე-10 დღისა. არჩევნები ტარდება არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს 50-ე დღისა. წალენჯიხის გამგებლის სავარაუდო კანდიდატები უკვე სახელდება.
„თაიმერის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ სამ სავარაუდო კანდიდატს განიხილავს. ესენი არიან: ლაშა ზარქუა, ხვიჩა მებონია და მერაბ (ზუკო) ჯინჯოლია.
„ქართული ოცნება“ – საკრებულოს მოქმედი წევრის, ბესიკ ფარცვანიას კანდიდატურას.
 პაატა ბურჭულაძის პარტია „მოძრაობა – სახელმწიფო ხალხისთვის“ კი – ტიტე ფიფიას კანდიდატურას.
გამგებლის კანდიდატების წარდგენა რამდენიმე დღეში გაიმართება. შეგახსენებთ: საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც, ზუგდიდის, წალენჯიხის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების გამგებლებისა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება. განკარგულება კონტრასიგნირებულია პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მიერ.
banner
წინა სტატიაშილევან ბერძენიშვილი : შინაგან საქმეთა მინისტრმა მოქალაქეებს უნდა მოგვხედოს
შემდეგი სტატია(video) მეტროში ქუჩის მუსიკოსს სასტიკად გაუსწორდნენ