ირანის ახალ უზენაეს ლიდერად ალი ხამენეის შვილი განიხილება, – ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გარდაცვლილი აიათოლა ალი ხამენეის შვილი, მოჯტაბა ხამენეი ფავორიტია იმ კანდიდატებს შორის, რომლებსაც ირანის ექსპერტთა ასამბლეა ახალ უზენაეს ლიდერად განიხილავს.
როგორც გამოცემა წერს, 56 წლის მოჯტაბა ხამენეი ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ არჩევანს წარმოადგენს.
მანამდე, ირანულმა გამოცემა Iran International-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ირანის ექსპერტთა ასამბლეამ მოჯტაბა უზენაეს ლიდერად უკვე აირჩია, თუმცა ირანის სახელმწიფო მედიას ეს ოფიციალურად არ დაუდასტურებია.
















