ვინ გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა?!

“ქრონიკა +” რედაქტორის ელისო კილაძის თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეში პირველ რიგში პასუხისმგებლობა წინა ხელისუფლებიდან იმ პირებს ეკისრება, რომლებმაც ეს კადრები გადაიღო.

კილაძის თქმით, ფაქტი ისაა, რომ ეს ფირები წინა ხელისუფლების დროს ეს ფირები არ გამჟღავნებულა, ეს კადრები გავრცელდა ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ამიტომ, გასარკვევია ვინ არის გამავრცელებლი. როგორც კილაძემ გადაცემა პრიორიტეტში საუბრისას განაცხადა გამოძიება არ ატარებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს. კილაძის განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის ის , რომ ეს ფაილები გავრცელდა, მაშინ როცა საჯაროდ განაცხადეს, რომ ფირები განადგურდა.

https://youtu.be/AQWkYOrIfg4

banner
წინა სტატიაშიარ მინდა, დავიჯერო, რომ ვიქტორ დოლიძემ არასწორ ფერხულში ფეხი აუბას მთავრობას
შემდეგი სტატიაელისო კილაძე:რაც მალე აღიარებს პროკურატურა, რომ ჯამალაშვილს არანაირი შეხება არ პირად კადრებთან არ ჰქონია უკეთესი იქნება