27.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

ვინ დგას მაინინგის ბიზნესის უკან? – ვიქტორ ჯაფარიძის პასუხი ხაბეიშვილის განცხადებაზე

პარტია “ხალხის ძალის” წევრი, ვიქტორ ჯაფარიძე უარყოფს, რომ სვანეთში კრიპტომაინინგთან რაიმე აკავშირებს. ამის შესახებ პარლამენტარმა ლევან ხაბეიშვილის მიერ გავრცელებული წერილის შემდეგ, “პირველების” კითხვას უპასუხა. 

ვიქტორ ჯაფარიძის თქმით, სვანებმა კარგად იციან, რომ არ არაფერ შუაშია და სხვისი აზრი არ აინტერესებს.

არა, მე ესეთი ინფორმაცია მაქვს, რომ თქვენი გარემოცვა გამოიმუშავებდა. მე თქვენთან საუბარს არ ვაპირებ იმიტომ, რომ მატყუარები ხართ. თქვენ, “TV პირველი” აკეთებდა მაინინგს სვანეთში. რა თქმა უნდა, არაფერ შუაში არ ვარ და ძალიან კარგად იციან სვანებმა, რომ მე არაფერ შუაში არ ვარ და თქვენი აზრი ჩემთვის კიდე საინტერესო არ არის საერთოდ,” – თქვა ვიქტორ ჯაფარიძემ. 

banner
წინა სტატიაშიტრამპი: ირანი დათანხმდა, რომ ბირთვული იარაღი არ ექნება
შემდეგი სტატიაარასწორად დარიცხული საპენსიო შენატანის გამო დამსაქმებლები 2 მლნ ლარით დაჯარიმდნენ