ვინ დგას ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების უკან – ეკა ბესელიას სკანდალური განცხადება

ეკა ბესელიას სკანდალური განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ “ქართული ოცნების” გუნდის წევრები მას პარტიიდან წასვლის წინ აფრთხილებდნენ.

ბესელია ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს ვინ გააფრთხილა, რომ “ოცნებიდან” წასვლის შემთხვევაში, მასზე ზეწოლა და მორალური ტერორი მოხდებოდა.

მისი თქმით, მთავარი კითხვაა, ვინ იყო მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების დამკვეთი.

​”მასთანაც (ბიძინა ივანიშვილი) მქონდა ამ თემაზე საუბარი წამოსვლამდე. მე მჭირდებოდა მთავარ კითხვაზე პასუხი – ვინ ჩაიდინა ეს და იყო პირობა, რომ ეს იქნებოდა გამოძიებული, მან თქვა, რომ ეს არ იცოდა, მაგრამ უნდა გამოეძიებინათ. ამდენი ხანი გავიდა და ისევ პასუხგაუცემელია ეს კითხვები.

​პოლიტიკურ ომში როცა შევედი სასამართლოს თემაზე, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა, ეს ფრაზაც მოვისმინე ვერ დაგიცავთო, გამეცინა, მე არაფერი მჭირდა დასაცავი, მე თვითონ ვიცავდი იმ გუნდს, რომელთან ერთადაც გამოვიარე შვიდი წელი. თუ ამას გულისხმობდნენ და ეს იყო ფორმა, რომელიც უნდა გამევლო, მე შინაგანად და მორალურად მზად ვიყავი, რადგან ესეთი რეპრესიები გავლილი მაქვს წინა წლებში,”-ამბობს ეკა ბესელია.

ბესელია ვარაუდობს, რომ გამოძიება სწორედ იმიტომ არ იძვრის, რომ მისი ფარული კადრების გავრცელება „შორს არ არის მმართველი პარტიისგან.“

„ამ კითხვაზე პასუხი გამოძიებას რომ არ აქვს და არც მე მაქვს ეს არის იმის მიზეზი, რომ კვალი არ არის შორს იმ პირებისგან, ვისაც შეიძლება ჰქონოდა ინტერესი ამ დანაშაულის მოფიქრების და განხორციელების. ამის მიზანი შეიძლება ჰქონოდა იმ ადამიანებს, რომლის წინააღმდეგაც მოხდა ჩემი ნაბიჯების გადადგმა.

ეს იყო ის ჯგუფი, რომელიც სასამართლოს გავლენიან ჯგუფად მოიხსენიება, მასთან დაკავშირებული პირები, ლობისტები, რომლებიც ლობირებდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევას და მათ შორის პარტიულ შემადგენლობაშიც. ასე რომ მგონია,რომ ეს პროცესი არ არის შორს მმართველი პარტიისგან, ისე როგორც ვერ გამოვრიცხე ის ძალა, რომლის დროსაც მოხდამ ამ უკანონო ჩანაწერის განხორციელება,“-ამბობს ბესელია.

banner
წინა სტატიაშიამ განცხადებიდან ვერ ვხედავ, რომ სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის გარანტიები არსებობს – მიხეილ ბენიძე ხალვაშის განცხადებაზე საუბრობს
შემდეგი სტატია“გამოცდილებამ მომცა შესაძლებლობა და სურვილი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად წარვმდგარიყავი” – მამუკა ვასაძე