მსურს განვმარტო, რომ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის მღვდელმთავართა კრებამ (წმიდა სინოდი), როგორც ეკლესიის უმაღლესმა საკანონმდებლო და აღმასრულებელმა ორგანომ, მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორის (მიტროპოლიტი ზოსიმე) წერილობითი მოწმობის საფუძველზე [28 აპრილს] დაადასტურა ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტის, ყოვლადსამღვდელო იობის შესაბამისი საღვთისმეტყველო განათლების დამადასტურებელი მოწმობის (დიპლომი) გაცემის ფაქტი.
შესაბამისად, აღნიშნული სინოდური გადაწყვეტილება წარმოადგენს საკმარის და სრულ სამართლებრივ საფუძველს, ქმნის სრულ იურიდიულ ეფექტს, განამტკიცებს მის ლეგიტიმურობას და გამორიცხავს მისი არაღიარების შესაძლებლობას.
აქვე აღვნიშნავ, რომ სინოდის გადაწყვეტილება ფლობს უმაღლეს იურიდიულ ძალას საეკლესიო სამართლებრივ იერარქიაში. სინოდური დადგენილება ან გადაწყვეტილება როგორც ეკლესიის უმაღლესი ორგანოს აქტი აღემატება ყველა ქვემდგომ ნორმატიულ და ინდივიდუალურ აქტს, მათ შორის ბრძანებებს” – წერს მეუფე ზენონ იარაჯული.
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის, მეუფე გიორგი ჯამდელიანის თქმით, საპატრიარქო კანდიდატის, მეუფე იობის დიპლომი რეზიდენციიდან დაიკარგა. მისი თქმით, “ორი თვის წინ იდო, ნახა დიპლომი” რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა, ხოლო წმინდა სინოდის სხდომის წინ, როცა საპატრიარქო კანდიდატობისთვის დოკუმენტები უნდა წარედგინათ, დიპლომი ვეღარ იპოვა
















