ვინ და რატომ აპირებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეჭრას?!

ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტებს დაასაქმებს!

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდება პრესკონფერენცია თემებზე: არასამართლიანად ჩატარებული რექტორისა და აკადემიური საბჭოს არჩევნები, სასწავლო და სამეცნიერო პროცესში არსებული პრობლემები.

 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ამ თემაზე  განცხადებას ავრცელებს:

 

გავრცელებული ანონსით, ირკვევა რომ თურმე ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთ კორპუსში ტარდება პრესკონფერენცია. ზოგადად მსგავს ღონისძიებებს გეგმავს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, მსგავსი ღონისძიება ჩვენ არ დაგვიგეგმავს, რაც იმას ნიშნავს რომ ანონსში მითითებული „გოდერძი“ თვითნებურად აპირებს შენობაში შეჭრას და იქ პრესკონფერენციის ჩატარებას. კატეგორიულად ვაცხადებთ რომ მსგავსს არეულობას, რაც როგორც ჩანს ძალიან უნდა ბატონ გიოდერძის, არ დავუშვებთ! ბატონ გოდერძის და მის ჯგუფს შეუძლიათ ნებისმიერი საინფორმაციო სააგენტოს საპრესკონფერენციო დარბაზი დაიქირაოს და ჩაატაროს პრესკონფერენცია!

მე არ ვიცი ვინ არის „გოდერძი“, მაგრამ თუ ეს ბატონი არის ის პროფესორი, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რექტორის თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებულ არჩევნებში ღებულობდა მონაწილეობას, სამწუხაროა რომ პრეს-სპიკერის მოვალეობები აუღია საკუთარ თავზე. ადამიანმა, რომელსაც უნივერსიტეტის რექტორობაზე ჰქონდა პრეტენცია და აპირებს „უსამართლობას“ ებრძოლოს უნდა იცოდეს, რომ მსგავსი საკითხები კომპეტენტურმა პირმა უნდა მოუგვაროს. ახლა რაც ეხება ბატონი გოდერძის დაანონსებული პრესკონფერენციის ტემას. საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა არა ერთხელ გასცა ამ აბსურდულ ე.წ. ბრალდებას პასუხი, თუმცა, როგორც ჩანს ე.წ. მოწინააღმდეგე მხარემ ეს ვერა და ვერ გაიგო, ამიტომ გავიმეორებ:

2011 წლიდან საქართველოსუმაღლესი განათლების შესახებკანონში ჩნდება ახალი ცნება – „სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულება“. ამავე წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიუმაღლესი განათლების შესახებსაქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, რეგისტრირდება როგორცაიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდა მის დამფუძნებლად მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება სახელმწიფო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახით (ამასთან, „უმაღლესი განათლების შესახებსაქართველოს კანონის 22- მუხლის მე-2 ნაწილი პირდაპირ მიუთითებს სამი ტიპის დაწესებულებათა ხელმძღვანელის (რექტორის) პირველ არჩევნებზე). წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული იქნა შესაბამისი დადგენილებები (2011 წელს #411 და 2013 წელს #190), სწორედ ამ საკანონმდებლო ცვლილებებსა და საქართველოს მთავრობის დადგენილებათა შესაბამისად დამტკიცდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2012 და 2013 წლის წესდებები.
შესაბამისად, 2012 წელს „აიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში“, როგორც ახლად რეგისტრირებულ, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ჩატარდა რექტორის პირველი არჩევნები, ხოლო 2013 წელს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, „აიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტრეტი“ გარდაიქმნა „სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტად“. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, 2016 წელს ჩატარებული სტუ-ს რექტორის არჩევნები მიიჩნევა მეორე არჩევნებად, კარგი იქნება პროფესორთა მცირე ნაწილი ვინც აპელირებს ამ თემაზე კანონს გადახედავდეს, სხვა დროს უხერხულ მდგომარეობაში რომ არ აღმოჩნდნენ.

აქვე დავძენთ, რომ რექტორობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ბატონმა ტყეშელაშვილმა, საჩივრით მიმართა საქართველოს მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს. სამინისტრომ, თავის მხრივ, შეისწავლა განცხადებაში მოყვანილი ფაქტები და ტყეშელაშვილის ყველა პრეტენზია  უსაფუძვლოდ მიიჩნია! ტყელეშალსვილმა მიმართა ასევე სასამართლოს, ვიდრე მართლმსაჯულება თავის საბოლოო ვერდიქტს არ გამოაქვეყნებს, საქმეში წარმოდგენილი მეორე მხრისაგან, „ხმაური“, რომელსაც დღეს აპირებს „მხარე“ არის სასამართლოზე ზეწოლის მცდელობა.

დაბოლოს, გუშინ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე ჩატარდა ფაკულტეტის სხდომა, სადაც პროფესორებმა მოისმინეს პროფესორ ნოდარ უღრელიძის პრეტენზიები, იგივე თემაზე, რაზედაც დღეს სურთ პრესკონფერენციის გამართვა. ბატონმა უღრელიძემ განაცხადა რომ მას იურისტმა (არ დაუკონკრეტებია) უთხრა უნივერსიტეტში არჩევნები რომ გაყალბდა და იურისტის პოზიცია გაახმოვანა თსუ-ს წინ მიმდინარე აქციაზე ტელევიზიებთან. მან ბოდიში მოიხადა გაურკვევლობისათვის (სხდომის ვიდეო ჩანაწერი ინახევა დეპარტამენტში) და დაეთანხმა ფაკულტეტს ეთიკის კომისიას განეხილა საკითხი. ამდენად, ცოტა უცნაურია „მხარის“ სურვილი დღეს, ყოველგვარი ნებართვის გარეშე ჩაატაროს პრესკონფერენცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ეს არის შენობაში შეჭრა, სასწავლო პროცესისათვის ხელის შეშლა, რაც დანაშაულია და რასაც არ დავუშვებთ.

 

 

banner
წინა სტატიაშისაქართველოს გზებზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია
შემდეგი სტატიაქავთარაძეზე „გუდვილის“ შენობა იწვის