ვინ არის “ტრუხა” და ვინ “ნამდვილი”-კახა მიქაიას სკანდალური ფეისბუქ-პოსტი

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 10, 2018 18:44

ვინ არის “ტრუხა” და ვინ  “ნამდვილი”-კახა მიქაიას სკანდალური ფეისბუქ-პოსტი

,,ოცნების” პოლიტსაბჭოს ახლადარჩეული წევრის, ცნობილი ,,ნამდვილის”, დიტო სამხარაძისადმი მიძღვნილმა ბერა ივანიშვილის ახალმა კლიპმა- ,,მოვდივართ ნამდვილები,” ქართულ ოცნებაში , შესაძლოა, ახალი დაპირისპირება გამოიწვიოს…
კლიპში ,,ნამდვილებსა” და ,,ტრუხებს” შორის ფარული დაპირისპირება იმდენად თვალსაჩინოა, რომ ,,ქართული ოცნების” რიგების განწმენდით შეპყრობილი რეპერი, არაა გამორიცხული ოცნებიდან განსადევნად განწირული ტრუხების მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვას და მისი მოთხოვნის მიუხედავად,
ამ, ერთი შეხედვით, ფილოსოფიურ ტრაქტატს (კლიპს ვგულისხმობ), ფასი დაეკარგოს.
ასე რომ, ჩვენო ბერავ,
ჩვენო ძმაო,
ჩვენო ძმაო,
ჩვენო ძმაო,
მოდი, ახალი კლიპი ოცნებიდან გასაგდებად განწირულებს მიუძღვენი, სახელწოდებით – ,,რა კარგი იყავ მაშინ, ერთად ვიყავით როცა”
და
შენს მართლაც ეპოქალურ სიტყვებს-
,,მეგობარო,
საერთო მტერი გვყავს,
ჩემთან დადექი
მეომარო”
,,ნამდვილებისა” და ,,ტრუხების” საერთო ,,მტრის” – ნაცების ჯინაზე, ახალი დატვირთვა და იმპულსი შესძინე-წერს დაიცავი საქართველოს ლიდერი კახა მიქაია.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 10, 2018 18:44

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,319
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics