„ვინ არის თქვენი სახედარი, ვინ არის თქვენი ულაყი?“…ნუ იქცევით „ბურიდანის ვირივით“ – გოცირიძე უმრავლესობას

ფრაქცია „ნაციონალური მოძრობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ გრიგოლ ვაშაძის პაირხელმძღვანელის განცხადება არჩევნების შემდეგ რევოლუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ არასწორად გაიგო.

„როდესაც გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის პაირხელმძღვანელი ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ იქნება რევოლუციური ცვლილებები, ეს ადამიანები ვერ გრძნობენ ამ სიტყვის მნიშვნელობას და მაინც და მაინც ბრჭყალებში უნდა ჩაუსვან. მაგრამ, ასეც რომ იყოს, მაინც ვერ გაიგებენ. წარმოიდგინეთ, ახლა რომ ვთქვა, „ქართული ოცნება“ არის „ტროას ცხენი“, ან „ბურიდანის ვირი“, რა ხმაურს ატეხავენ. იტყვიან, რომ შეურაცხყოფას აყენებენ და იტყვიან: „ვინ არის თქვენი სახედარი, ვინ არის თქვენი ულაყი?“ აღშფოთებული იქნებიან და ცხოველთა დაცვის ორგანიზაციას მიმართავენ იმის გამო, რომ ჩვენ ცხოველებად მოვიხსენიეთ. რევოლუციური ცვლილება ნიშნავს სწრაფ გარდაქმნას ჩემო კარგებო და ბოლოს და ბოლოს ნუ იქცევით „ბურიდანის ვირივით“, ჩამოყალიბდით“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე : ჯერ წერა-კითხვა უნდა ვისწავლოთ ქვეყანაში
შემდეგი სტატიააფხაზური მონეტა ამერიკულ კატალოგში – რას აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში?!