apnews-ის ინფორმაციით, თეთრ სახლთან საპასუხო ცეცხლით ლიკვიდირებული თავდამსხმელი 21 წლის ნასირ ბესტია, რომელიც სამართალდამცველებს წარსულშიც ჰყავდათ დაკავებული თეთრი სახლის ტერიტორიაზე უკანონოდ შეღწევის მცდელობისთვის. კოლუმბიის ოლქის სასამართლო ჩანაწერებით დგინდება, რომ ბესტი ფსიქიკური პრობლემებით გამოირჩეოდა და ამტკიცებდა, რომ ის „იესო ქრისტეა“.
სამართალდამცავი ორგანოების ანონიმური წყაროს ინფორმაციით, ბესტი პირველად 2025 წლის ივლისში დააკავეს, როდესაც ის თეთრი სახლის სხვა საკონტროლო პუნქტზე შეჭრას ცდილობდა.
2025 წლის ინციდენტისას ბესტმა არ შეასრულა ოფიცრების ბრძანება, გაჩერებულიყო, აცხადებდა, რომ იყო იესო ქრისტე და ითხოვდა, რომ პოლიციას დაეკავებინა. პირველადი მოსმენის შემდეგ სასამართლომ გამოსცა სპეციალური ორდერი რომლითაც ბესტს თეთრი სახლის ტერიტორიასთან მიახლოება ეკრძალებოდა.
2025 წლის აგვისტოში სასამართლომ მისი დაკავების ხელახალი ორდერი გამოსცა, რადგან მან დაარღვია დაწესებული შეზღუდვები, თუმცა მოგვიანებით მომდევნო პროცესზე მაინც გამოცხადდა.















