ვინ არის რუსეთის ელჩის მკვლელი მერთ ალთინთაში?

თურქული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, 19 დეკემბერს ანკარაში რუსეთის ელჩის ადრეი კარლოვის მკვლელობის შემდეგ პოლიციის მიერ ლიკვიდირებული მევლუთ მერთ ალთინთაში,ტავადაც თურქეთის პოლიციის ანკარის განყოფილების სპეცრაზმის თანამშრომელი აღმოჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 1994 წელს, თურქეთის ქალაქ აიდინის გარეუბან სოკეში დაბადებული მერთ ალთინთაში 2012 წელს იზმირის რუშტუ უნსალის სახელობის პოლიციის სკოლაში ცაირიცხა და 2014 წლიდან თურქეთის პოლიციაში დაიწყო მუშაობა. როგორც თურქული მედია აცხადებს, ალთინთაში, 2016 წლის 15 ივლისს თურქეთში განხორციელებული სამხედრო გადატრიალების მცდელობისას ქურთული პროვინციის დედაქალაქად წოდებულ დიარბაქირში იყო სამუშაოდ მივლინებული და მიუხედავად იმისა, რომ ამბოხების პერიოდში თურქეთის პოლიციის თანამშრომლებს შვებულების აღება ეკრძალებოდათ, მან როგორღაც 16 ივლისს ორდღიანი შვებულება აიღო და ამ დრომდე გაურკვეველი მიზეზით ანკარაში ჩავიდა… ანკარაში ჩასვლის შემდეგ, მან როგორც წესი ადგილობრივ პოლიციას მისი დროებითი ადგილსამყოფელის მისამართი მიაწოდა.

ალთინთაშის მიერ პატაკში მითითებულ მისამართზე, როგორც თურქული მედია იუწყება, ცხოვრობს 15 ივლისის ამბოხებაში ეჭვმიტანილი ფეტულაჰ გიულენის მხარადმჭერი გაზეთ ,,Zaman,, (ზამან) ინგლისური ვერსიის ,,Today’s Zaman,,-ის კორესპოდენტი, რითაც თურქული მედია მიანიშნებს, რომ შესაძლებელია პოლიციის თანამშრომელი ალთინთაში – გიულენის ,,ჯემაათიდან,, იყოს. აცხადებენ, რომ იზმისრის პოლიციის სკოლას, რომლის კურსდამათვრებულიც ალთინთაში გახლდათ, გიულენის ხალხი მართავდა… თუმცა თავად გიულენმა დაგმო ანკარის ტერაქტი და მასთან მისი მომხრეების კავშირი კატეგორიულად გამორიცხა.


თურქული მედია ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ პოლიციის თანამშრომელ ალთინთაშს შესაძლებელია რუსი ელჩის გადაადგილების შესახებ ინფორმაცია თურქული სპეცსამსახურებიდან გაეგო, რადგან მან ცოტა ხნით ადრე ბინა, მეგობარ პოლიციელთან ერთად, სწორედ იმ საგამოფენო დარბაზთან ახლოს იქირავა, სადაც ტერაქტი განახორციელა. საინტერესოა აგრეთვე ის სლოგანი, რომელიც მკვლელმა ალთინთაშმა საგამოფენო დარბაზში გააკეთა ,,სირიისათვის… ალეპოსათვის,, ყვიროდა ის, მას შედეგ რაც რუს ელჩს 5 ტყვია დაახალა. ამ სლოგანის გამო, ზოგიერთი თურქი მიმომხილველი ეჭვობს, რომ ის ან ,,ისლამური სახელმწიფოსთან,, ან ,,ან ნუსრასთან,, შეიძლება იყოს კავშირში.
ამ დროისთვის თურქული პოლიციის მიერ დაკავებულია მერთ ალთინთაშის მოხუცი დედა და მამა, აგრეთვე მისი და… დაკავებულია აგრეთვე პოლიციის ის თანამშრომელი, რომელიც ალთინთაშთან ერთად ანკარაში ქირაობდა ბინას. თუქი სამარტალდამცავები იმედოვნებენ, რომ დაკავებულები მათ მეტ ინფორმაციას მიაწვდიან მერთის პიროვნების საიდუმლო კავშირებზე და დანაშაულის მოტივზე.

,,თაიმერის,, ანალიტიკური სამსახური

 

banner
წინა სტატიაშიგაეროს გენერალურმა ასამბლეამ რუსეთი ოკუპანტ ქვეყანად აღიარა
შემდეგი სტატიატრამპი: ცივილიზებულმა სამყარომ აზროვნება უნა შეცვალოს