8.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

ვინ არის პირი, ვინც მზად არის, წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსის ჩვენება დაადასტუროს და რა ხდებოდა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების დაკავების ღამეს განყოფილებაში?

წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსის, დიმიტრი ქვაჭრელიშვილის სკანდალური ჩვენება ნიკო კვარაცხელიას შეკვეთილი საქმეზე – ყოფილი პოლიციელი, ჩვენებაში, რომელიც საგამოძიებო უწყებას 20 თებერვალს მისცა, დეტალურად ჰყვება, რა ხდებოდა 22 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულების, აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის [ორივე მათგანს კვარაცხელიას მკვლელობისთვის 17 და 16 წლით პატიმრობა აქვთ მისჯილი] დაკავების ღამეს პოლიციის განყოფილებაში.

დიმიტრი ქვაჭრელიშვილის ადვოკატოკატის, თორნიკე მიგინეიშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ყვება, რომ მკვლელობაში ბრალდებულების დაკავების დროს პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდნენ და ჭელიძისა და კავილაძის აღიარებითი ჩვენება პირადად მოისმინეს:

  • სულხან თამაზაშვილი – თბილისის პოლიციის მაშინდელი უფროსი, ამჟამად აჭარის მთავრობის თავმჯდომარე,
  • კახა მურადაშვილი – თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე,
  •  კახებერ სირაძე – თბილისის მკვლელობების მთავარი სამმართველოს უფროსი,
  • გელა ქურდაძე –  თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს უფროსი.

დიმიტრი ქვაჭრელიშვილი გამოძიებისთვის მიცემულ ჩბენებაში ამბობს, რომ მას შემდეგ რაც სულხან თამაზაშვილმა დაკავებულების აღიარებითი ჩვენება მოისმინა, ის სატელეფონო კავშირზე იყო ვინმე “ანზორიჩთან”, რომელსაც ჩვენების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

თორნიკე მიგინეიშვილი, დიმიტრი ქვაჭრელიშვილზე დაყრდნობით ყვება, რომ  დაკავების ღამეს, აკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ წყნეთის პოლიციაში სამართალდამცავებს დეტალურად უთხრეს, “რატომ მოკლეს ნიკო კვარაცხელია, სად იმალებოდნენ, რა პერიოდში, რომრლ ბინასა თუ საცხოვრებელ სახლში იყვნენ, მიქოდეს ინფორმაცია პოლიციას, რა იყო მათი [ფინანსური] სარგებელი და რა იყო ხარჯი ამ საქმის შესრულების დროს”.

ადვოკატის თქმით, მკვლელობაში ბრალდებულებმა იგივე გაიმეორეს ადგილზე მისულ პოლიციის მაღალჩინოსნებთანაც – [სულხან თამაზაშვილთან, კახა მურადაშვილთან, კახებერ სირაძესა და  გელა ქურდაძესთან]. 

წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსი ამბობს, რომ მის მიერ დაკავებულმა აკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ თავიდანვე დაასახელეს ძმები კაკულიებისა და ბუსა ჟვანის გვარი, თუმცა ეს ვითარება დაკავებულების თბილისში გადმოყვანის შემდეგ შეიცვალა.

,,მოტივი რაც დიმიტრი ქვაჭრელიშვილმა მოსიმინა მკვლელობაში ბრალდებულებისგან, არ განსხვავდება იმ განცხადებისგან რაც პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ გააკეთა – [ანგარიშსწორება ე.წ. კანონიერი ქურდი მამის გამო]. მკვლელს ეს ინფორმაცია ჰქონდა, თორემ დიმიტრი ქვაჭრელიშვილი დანამდვილებით ვერ იტყვის დამკვეთს რა ინფორმაცია ჰქონდა და ამოძრავებდა. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ამის შემდეგ – დავიშვათ, ეს მოტივი იყო რეალობა. რა მოტივი არსებობდა, როცა ეს ადამიანები წყნეთის პოლიციიდან თბილისის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს და ამ მოყოლილ ისტორის გამოაკლდა ის ადამიანები, ვინც თურმე ამ მოტივით მთავარი შემოქმედები იყვნენ ამ დანაშაულის [ძმები კაკულიები და ბუსა ჟვანია]”- აცხადებს თორნიკე მიგინეიშვილი.  

მისი თქმით, ჩვენებაში დიმიტრი ქვაჭრელიშვილი ასახელებს კონკრეტულ პირს, ვინც მისივე ნათქვამს დაადასტურებს.

თორნიკე მიგინეიშვილის თანახმად, დაკავებულების აღიარებით ჩვენებას, წყნეთის პოლიციისს განყოფილებაში დიმიტრი ქვაჭრელიშვილის მოადგილე, ამირან ნაჭყებია ესწრებოდა. [ნაჭყებია თვალჭრელიძესთან ერთად, სხვა საქმეზე დაკავებულია და სასჯელს ნომერ მეთორმეტე პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის].

დიმიტრი ქვაჭრელიშვილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ქრთამის აღების ბრალდებით პროკურატურამ 2024 წლის 26 იანვარს დააკავა.

დაიჭირეს მისი მოადგილეც – ამირან ნაჭყებია და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასთან ერთად მას თაღლითობის ბრალიც წარუდგინეს.

დიმიტრი ქვაჭრელიშვილი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ის ოთარ ფარცხალაძის შურისძიების მსხვერპლია, რადგან ექს-პროკურორს იარაღების გაფორმებაზე უარი უთხრა.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც პროკურატურამ კვარაცხელიას მკვლელობის შემკვეთები დაასახელა, ქვაჭრელიშვილმა საჯაროდ გამოთქვა მზაობა, გამოძიებისთვის მიეწოდებინა მის ხელთ არსებული ინფორმაცია.

შენიშვნა: თავის მხრივ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, სულხან თამაზაშვილი ამტკიცებს, რომ არ იცნობს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც ამჟამად მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით და ქოლ-ცენტრების საქმეზე  იძებნება.

წყარო: ,,ტვ პირველი”

banner
წინა სტატიაში,,ვინც გვიკბენს, მას კბილები ჩაემტვრევა” – ორბანის მუქარა
შემდეგი სტატია,,ივანიშვილიც და ბაჩიაშვილიც უნდა გასამართლდნენ დიდი მასშტაბის ფინანსური აფიორისთვის” – მიხეილ სააკაშვილი