14.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 12, 2026
banner

ვინ არის ოთხგზის ნასამართლევი მეუფე-გიორგი ტიგინაშვილის სკანდალური პოსტი

ოთხგზის ნასამართლევ (აქედან ერთხელ ადამიანის გატაცებისთვის მსჯავრმოხდილს!), კორუმპირებულ, ყანდურ, ტირან და მაფიოზ გრიგოლ ბერბიჭაშვილს რომ ეკლესია უყვარდეს, რეალურად პროდასავლელი იყოს, ან მორწმუნე და პატიოსანი, ყველანაირად ეცდებოდა ეკლესიის სამომავლო პერსპექტივისათვის, ცხოვრებაში ერთხელ მაინც პოზიტიური ნაბიჯის გადადგმას და მეუფე ისაია ჭანტურიას კანდიდატურის მხარდაჭერას, მაგრამ მან მოღალატეობრივად არჩია შიო მუჯირის და ФСБ-ს სპექტაკლში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელ მსახიობად მონაწილეობა, “სამართლიანი” არჩევნების იმიტირებაში ჩაბმა და კრემლის რჩეულ შიოსათვის ლეგიტიმაციის მიცემა! შედეგად კი სამარცხვინო 7 ხმის “აღება”. რაც, ერთი მხრივ არც არის გასაკვირი КГБ-შნიკი , კრემლისტი და ჰომოსექსუ@ლი “დეკანოზის” – გიორგი ხარაზიშვილის რეკომენდაციით ეპისკოპოსად კურთხეული (1996 წელი) ბერბიჭაშვილისგან.
ეს, დაახლოებით იმას ჰგავს, როცა “ქართულ ოცნებას” იმიტირებულ ოპოზიციაში ედგა “პატრიოტთა ალიანსი”, და სინამდვილეში კი მის სალეგიტიმაციო საქმეს ეწეოდა ფარული სარგებლიანობისა და მერკანტილური გამორჩენის მიზნით.
რეალურად, ბერბიჭაშვილი არის სრული ანტიპოდი ქრისტიანული ღირსების, გულწრფელობისა და პასუხისმგებლიანობისა, რადგან ნატურითა და გადაწყვეტილებებით ის არის ორპირი და მზაკვარი არსება, თანაც ფარული რუსეთუმე, ანუ კრავის ქურქში გახვეული მგელი, რომლის მიკიბულ-მოკიბულობას, აბსოლუტურად არაარტიკულირებულ, ბლუყუნა და უინტელექტო სამეტყველო აპარატსა თუ ხელოვნურად შექმნილ იმიჯს ყველაზე მეტად ბიბლიის ეს სიტყვები ამხელს და მიესადაგება:
“ბაგეებით იცბიერებს მოძულე, გულში კი მზაკვრობას ინახავს. თუ ხმას დაიტკბობს, ნუ ენდობი მას, რადგან შვიდი სისაძაგლეა მის გულში. თუ სიძულვილი მზაკვრობით დაიფარა, მისი ბოროტება კრებულში გამოაშკარავდება” (იგ. 26, 24-26);
“ცხიმზე ჩვილია მათი ბაგეები, გულში კი ომი აქვთ; ზეთზე რბილია მათი სიტყვები, მაგრამ ისინი გაშიშვლებული ხმლებია” (ფს. 54,22);
“ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ასე რომ ჰგავხართ შეფეთქილ საფლავებს, რომლებიც გარედან მშვენიერნი ჩანან, ხოლო შიგნით სავსენი არიან მკვდრების ძვლებითა და ყოველგვარი უწმინდურებით. ასევე თქვენც გარეგნულად მართალნი ჰგონიხართ ხალხს, შიგნით კი სავსენი ხართ თვალთმაქცობითა და ურჯულოებით” (მთ. 23, 27-28);
“ვიცი შენი საქმენი: არც ცივი ხარ და არც ცხელი: ოჰ, ნეტა ცივი მაინც იყო, ან ცხელი. მაგრამ რაკი ნელ-თბილი ხარ, არც ცივი ხარ და არც ცხელი, ამიტომ გადმოგაფურთხებ ჩემს ბაგეთაგან” (გამოცხ. 3, 15-16).
P.S. აქვე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 60 წლის ასაკში, საკუთარი გავლენის ქვეშ მყოფ უნივერსიტეტში, უკვე რექტორობის რანგში “დაიცვა” დოქტორის ხარისხი. თანაც, ეს ყოველივე გააკეთა თავისი ხელქვეითის ხელმძღვანელობის ქვეშ, რომელიც მასზე დამოკიდებული იყო ადმინისტრაციული, თანამდებობრივი და ფინანსური თვალსაზრისით. ეს სხვა არაფერია თუ არა საბჭოთა ხელწერა, ინტელექტუალური თაღლითობა, პროტექციონიზმის ყველაზე უფრო ცინიკური თუ სამარცხვინო გამოვლინება და სიყალბის აპოთეოზი.
ვისაც ეჭვი ეპარება “მისი ნაშრომის” სხვის მიერ დაწერასა და მისი მხრიდან მითვისებაში, მოისმინოს ბერბიჭაშვილის მეტყველება და ფრაზეოლოგია და დაადაროს ის ნაშრომის არტიკულაციასა და ხასიათს, სადაც უმალ ამოიცნობთ აბსოლუტურ აცდენასა და შეუსაბამობას, რაც თავის მხრივ იმაზე მიუთითებს რომ ყდაზე წარმოდგენილი ავტორი და ტექსტის რეალური ავტორი – სხვადასხვა პიროვნებაა!,-წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.

banner
წინა სტატიაშისაბა ბუაძე: სამომხმარებლო ფასებს როგორი აცდენილები არიან ეს ცალკე თემაა, მაგრამ თურმე ნახევარი კილო ყოფილა ის საზომი რასაც ქართული ოჯახი უნდა მოერგოს
შემდეგი სტატიამიხეილ სარჯველაძე: იმედს გამოვთქვამთ, რომ მალე გაჩნდება ყველა კითხვაზე პასუხი და გაჩნდება სრულფასოვანი მედიკამენტიც