სინდისის 11 პატიმრისანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლო მოსამართლე თეა ლიონიძეს დაეწერა. სწორედ ის ხელმძღვანელობს მოსამართლეთა კოლეგიას.
ლიონიძე 2020 წლეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრად აირჩიეს.
ის 2016 წლიდან არის ბოლნსის რაიონული სასამართლოს მოსამართლე . 2016 წლის თებერვლიდან მას „დაეკისრა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება,“.
2017 წლის მაისიდან კი თანამდებობაზე განწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. 2019 წლის აგვისტოდან არის საქართველოს ქალ მოსამართლეთა ასოციაციის გამგეობის წევრი.
სინდისის 11 პატიმრის პროცესი სააპელაციოში წუთი-წუთზე უნდა დაიწყოს.
ცნობისთვის, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა სინდისის 11 პატიმარს 3 სექტემბერს ბრალდება გადაუკვალიფიცირა და ყველა მათგანი 2 წლით ციხეში გაუშვა.
უფრო კონკრეტულად, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდება 226-ე მუხლით შეიცვალა – ეს მუხლი გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან ამგვარ ორგანიზებულ ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას. (სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, შინაპატიმრობას ან თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე).
პროკურატურა ამ დრომდე სინდისის 11 პატიმარს სსკ 225-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში სდებდა ბრალს, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. (აღნიშნული მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
















