ვინ არის მოსამართლე ლაშა კლდიაშვილი, რომელმაც პროკურატურას „TV პირველიდან“ მასალების ამოღების უფლება მისცა

“ვინ არის მოსამართლე ლაშა კლდიაშვილი, რომელმაც ტვ პირველთან დაკავშირებით განჩინება გამოიტანა. გახსოვთ ალბათ ნოემბერში რომ ავტეხე განგაში ღამით დანიშნულ 36 მოსამართლეზე, მათ შორის იყო ლაშა კლდიაშვილიც. მაშინ არ არსებობდა იმის აუცილებლობა, რომ იუსტიციის საბჭოს ამ რეჟიმში მიეღო ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.
სულ რაღაც 3 თვეა, რაც ლაშა კლდიაშვილი მოსამართლეა – 2020 წლის 1 დეკემბრიდან შეუდგა სამოსამართლო საქმიანობას, იქამდე მოსამართლე არასოდეს ყოფილა.
მას აქვს გამომძიებლად და პროკურორად მუშაობის გამოცდილება. მოსამართლედ დანიშვნამდე იყო შსს-ს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს უფროსის მოადგილე”,-აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

banner
წინა სტატიაშითბილისის საქალაქო სასამართლო უკან იხევს
შემდეგი სტატიადოლიძე: “ტვ პირველი“ და ზოგადად, მედია დაცულია “სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონმდებლობით და მეორე – მამხილებელს იცავს საერთაშორისო პრაქტიკა