ვინ არის მოქალაქე,რომელმაც ფოთის მერიაში თვითმკვლელობა სცადა?!

37 წლის მამაკაცმა,რომელმაც ფოთის მერიის შენობის პირველ სართულზე თვითმკვლელობა სცადა,გიორგი ანთიძეა.

მისი ძმა,მამია ანთიძე უმძიმეს მდგომარეობაში-მწვავე ჰემორაგიული ინსულტის დიაგნოზით, ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფება.ძმებს,ოჯახის ახლობლის ინფორმაციით მშობლები არ ჰყავთ.

 

“ძალიან გაუჭირდა ოჯახს,მშობლების გარდაცვალების მერე.ასევე სახლი ბანკმა გაუყიდათ,საშინელ დღეში აღმოჩდნენ.ნათესავმა ერთ ოთახში შეიკედლა,მაგრამ არანაირი პირობები არა აქვთ,ვიწვით მათი საცოდაობით“,- ამბობს ოჯახის ახლობელი.

ფოთის მერიაში აცხადებენ,რომ გიორგი ანთიძემ მათ ფართის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, 31 იანვარს მიმართა.

“როგორც ვიცით,მათ სოციალური დახმარების სააგენტოსთვის არ მიუმართავთ“,- განაცხადეს მერიაში.

დღეს,დაახლოებით 12 საათზე ფოთის მერიაში მოქალაქემ, რომელიც კანცელარიაში განცხადების დატოვებას ცდილობდა, თვითდაზიანება მიიყენა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.მედიკოსების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ორი ზედაპირული ჭრილობა მუცლის არეში აღენიშნება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს

banner
წინა სტატიაშიისანში ინდოეთის მოქალაქე მოკლეს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი