ვინ არის გლუვის ახრანკის წევრი და გივი თარგამაძის საახალწლო მილოცავა ძალოვნებს

"გამოფხიზლდი ოეეე"–გივი თარგამაძემინდა განსაკუთრებით მივულოცო გადამწყვეტი წელი ჩვენს ძალოვანებს, ჯარისკაცებს, არ გაგიკვირდეთ და სუს-ის, ანტიტერორისტულის, კონტრდაზვერვის თანამშრომლებს, სპეცრაზმელებს, პოლიციელებს.

მესმის თქვენი უმეტესობის მდგომარეობა. პირველად არაა ჩემს ცხოვრებაში. და პირველად ჩვენ ყველანი ერთად ძალზედ ღირსეულად ვემსახურეთ სამშობლოს. დღეს ცოტა უფრო მძიმედაა ყველაფერი. ისიც იმიტომ, რომ ჩვენი ერთად გაკეთებული სტრუქტურა ბევრად მყარია, ვიდრე შევარდნაძისდროინდელი.
მესმის თქვენი გაბრაზება იმის გამო, რომ სულ უფრო ხშირად ისევ ძაღლებს გეძახიან. თანაც, ის ხალხი გეძახით, ვისაც, მერწმუნეთ, ყველაზე მეტად თქვენი ქება გაუხარდებოდათ.
მე კი ზუსტად ვიცი და მინდა, საზოგადოებამაც იცოდეს, რომ პოლიციის პირადი შემადგენლობის 90% ახლაც ისაა, ვისითაც ვამაყობდით. მარამ ყველაფერს აფუჭებენ ქოცი მეთაურები, ნათესაობით და ჩვენზე ძალადობით თავგამოჩენილი არამზადები.
ძველი თბილისის პოლიციის უფროსი, გვარს შეგნებულად არ ვწერ, იცოდეს, რომ არასდროს არანაირად არ მოიხსენიება, რომელიც ყვირის, სიცოცხლის ბოლომდე დავიცავ ბიძინასო, პოლიციელი აღარაა, გლუვის ახრანკის წევრია და წერტილი.
დებო და ძმებო, როგორც ყოველთვის, თქვენთან ვარ. თუ უკვე ისე გიჭირთ, მანდ აღარ დაგედგომებათ, მაგრამ, ოჯახის შენახვის საშუალების გამო იჭირვებთ და რჩებით, ნუ იტანჯავთ თავს, წამოდით, გარწმუნებთ, საზოგადოება მოახერხებს და დაგეხმარებათ, ამათი მარცხის შემოდგომამდე თქვენმა ბავშვებმა არ იგრძნონ ცვლილება.
გილოცავთ, თქვენს ოჯახებს, ახლობლებს ვულოცავ!❤
სურვილადაც არ ვამბობ, სხვა ვარიანტი არც არსებობს. შემოდგომიდან ერთად გვაქვს ისევ ასაშენებელი ქვეყანა-წერს გივი თარგამაძე.

banner
წინა სტატიაშიზვიად შალამბერიძე – ერთად, ერთმანეთით შევძლებთ იმას, რაც აქამდე არ გამოგვივიდა
შემდეგი სტატიაპერევი-ქარზმანის ე.წ. გამშვები პუნქტი გაიხსნა