“ვინ არის გიორგი რურუა?”- რა მისწერა კახა კუჭავამ ევროპარლამენტარებს

პარლამენტის ვიცესპიკერმა, კახა კუჭავამ მთავარი არხის მეწილის, გიორგი რურუას შესახებ ევროპარლამენტარებს წერილი გაუგზავნა. წერილი, სახელად “ვინ არის გიორგი რურუა?” კახა კუჭავამ 23 ივნისს გაგზავნა, წერილის შესახებ ინფორმაცია კი თავდაპირველად რურუას ადვოკატებმა გაასაჯაროვეს.

“მანამ, სანამ პარლამენტში საკონსტიტუციო შესწორებების მოსმენები იმართება, რაც 8 მარტის შეთანხმების თანახმად, მომავალი არჩევნების სისტემას ეხება, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები აგრძელებენ სპეკულაციას და იმუქრებიან კიდეც, რომ მეორე მოსმენის დროს კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ, თუკი მანამდე წინასწარი პატიმრობიდან არ გათავისუფლდება კრიმინალად ცნობილი გიორგი რურუა”. – წერს პარლამენტის ვიცესპიკერი.

ევროპარლამენტარებისთვის მიწერილ წერილში კახა კუჭავა საუბრობს 90-იან წლებში მომხდარ სხვადასხვა გახმაურებულ დანაშაულზე საუბრობს და მათში გიორგი რურუას მონაწილეობაზე მიუთითებს. ოფიციალურად არცერთი ეს შემთხვევა სრულად გამოძიებული არ არის.

“და მაინც ვინ არის გიორგი რურუა? რატომ ცდილობს რადიკალური ოპოზიცია მისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას და რატომ დაიჟინეს მისი გათავისუფლება ყალბი პრეტექსტით, როგორც საკონსტიტუციო შესწორებების მხარდაჭერის წინაპირობა?

გიორგი რურუა ნიკა რურუას, სააკაშვილის მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსნის ძმაა, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. ორივე 90-იან წლებში მოქმედი გასამხედროებული დაჯგუფების “მხედრიონის” აქტიური წევრები იყვნენ და ახლო კავშირები ჰქონდათ მაშინდელ ხელისუფლებასთან. დაჯგუფების დაშლის შემდეგ გიორგი რურუამ ბიზნეს-სექტორში გადაინაცვლა და თავისი ძმის საპარლამენტო და სამთავრობო პოზიციის წყალობით ახლო კავშირები შეინარჩუნა სააკაშვილის მთავრობასთან.

ის არის კრიმინალი, რომელიც ცნობილია ისეთი საზარელი დანაშაულებისთვის, როგორიცაა გატაცებები და მკვლელობები, რომელიც ჩადენილია 90-იან წლებში, პოსტ-საბჭოთა პირველ წლებში. ის არის “ბოროტების საძმოს” დამფუძნებელი და ლიერი (ასევე ცნობილი, როგორც ვერის საძმო) – ეს კრიმინალური დაჯგუფებაა, რომელიც 1992 წელს თორაძეების ოჯახის 7 წევრის მკვლელობაში და 1993 წელს ზაზა ვეფხვაძისა და მისი ძმიშვილის მკვლელობაში მონაწილეობდა.

თორაძეების ოჯახის მკვლელობის საქმე – 2020 წლის მაისში თამარ თორაძემ მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოთხოვნით, გამოეძიებინათ მისი ოჯახის შვიდი წევრის მკვლელობა, მშობლებისა და ხუთი ძმის ჩათვლით, რომელთაგან ორი გაუჩინარდა და მათი ადგილმდებარეობა დღემდე უცნობია. თამარი გადარჩენილი თვითმხილველია, რომელიც გიორგი რურუას მისი ორი ძმის მის თვალწინ მკვლელობაში სდებს ბრალს. მან დეტალურად აღწერა თავისი ოჯახის ტრაგედია ღია წერილში, რომელიც სოციალურ მედიაში განათავსა. წერილით მან ამერიკელ სენატორებს უპასუხა, რომლებიც რურუას “პოლიტიკურ პატიმარს” უწოდებენ. მისი თხოვნის შესაბამისად, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თორაძეების საქმის გამოძიების პროცესში ამერიკული მხარეც ჩართო.

ზაზა ვეფხვაძის მკვლელობა – მოკლული ზაზა ვეფხვაძის დის, მია ვეფხვაძის ცნობით, მისი ძმას თანამოაზრე გია სვანაძესთან ერთად 1993 წლის 22 დეკემბერს მათი სახლის წინ დაცხრილეს. ოჯახის წევრი, რომელიც სროლის ხმაზე გარეთ გაიქცა, ამტკიცებს, რომ მკვლელობის ადგილას გიორგი რურუა და მისი დაჯგუფების წევრები ნახეს. ვეფხვაძე რურუას მისი ძმის მკვლელობაში ადანაშაულებს. მანამდე კი, ვეფხვაძის თქმით, რურუამ მისი ვაჟი მოკლა, რადგან მსხვერპლი მკვლელობის ადგილას გაეტყუებინა და იქ დაეცხრილა. 2019 წლის ნოემბერში გიორგი რურუას დაპატიმრების შემდეგ მია ვეფხვაძემ ოჯახის წევრების მკვლელობების შესახებ საჯაროდ დაიწყო საუბარი და მიმართა გენერალურ პროკურატურას, რათა სრულყოფილად გამოეძიებინათ საქმე.

ყალბი იდენტობა და INTERPOL-ის წითელი ცირკულარით ძებნა – 2000 წლის 14 მაისს საქართველოში ინტერპოლის ბიურომ აშშ-სგან მიიღო შეტყობინება საქართველოს მოქალაქის, დავით კურცხალიას დაპატიმრების შესახებ. ის საიმიგრაციო კანონის დარღვევისთვის დააპატიმრეს. ადამიანი, რომელიც ფლობდა ქართულ პასპორტს მოგვიანებით იდენტიფიცირდა, როგორც გიორგი რურუა, რომელსაც ინტერპოლი წითელი ცირკულარით ეძებდა ფულის გამოძალვის გამო. 2000 წლის 26 ივნისს ის აშშ-დან საქართველოში შემდგომი სამართლებრივი გამოძიებისთვის დაადეპორტეს.

გატაცების, გამოძალვისა და მკვლელობის დანაშაული – რურუა 1993-1994 წლებში ჩადენილი არაერთი საზარელი დანაშაულისთვის იყო ბრალდებული, რაც შემდგომი გამოძიების საგანი გახდა აშშ-დან მისი დეპორტაციის შემდეგ.ბრალდებები რურუას წინააღმდეგ მოიცავს ადამიანების ოჯახიდან გატაცებას, მათ შორის 1993 წელს თორნიკე აფაქიძის პარლამენტის შენობიდან გატაცებასა და მისი სიცოცხლის სანაცვლოდ 300 ათას დოლარიანი გამოსასყიდის მოთხოვნას; 1994 წელს ალექსანდრე ბალიაშვილის საავადმყოფოს საწოლში მოკვლას; თბილისის ქუჩებში ბესიკ მარუაშვილის, ზურაბ მარუაშვილისა და გელა ქაფიაშვილის მოკვლას. ყველა ეს საქმე დოკუმენტურად დასტურდება და მტკიცებულებები სამართალდამცველი ორგანოების არქივებში ინახება. გამოძიებები შეწყვიტა და აღარ განუახლებია სააკაშვილის მთავრობას, ვისი მფარველობის ქვეშაც რურუა ხელშეუხებელი გახდა და დიდწილად, ასეც დარჩა.

მედიის მიზანმიმართული ფლობა – 2019 წლის სექტემბერში გიორგი რურუამ ახალდაფუძნებული ოპოზიციური ტელევიზიის “მთავარი არხის” 2.5%-იანი წილი 2 500 ლარად იყიდა (უხეშად რომ ვთქვათ, $900. იმ დროს ლარის კურსი 2.8 ლარი იყო).
2020 წლის 18 ნოემბერს გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ყიდვა-ფლობა-ტარების ბრალდებით დააკავეს. ამ დროისთვის ის პატიმრობაში რჩება შემდგომი გამოძიებებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების შესაბამისად.
გაერთიანებული ოპოზიციაც კი ნაკლებად ერთიანი ხდება, როდესაც საქმე გიორგი რურუას კრიმინალურ პროფილს ეხება და მის გათავისუფლების დაჟინებულ მოწოდებას 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე”. – წერს კუჭავა.

ინფორმაციას ტაბულა ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიბექა ნაცვლიშვილი -“ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური პოლიტიკა ფეხებზე ჰკიდია”
შემდეგი სტატია“ვიდრე ხელისუფლება დაკავებულია საქმის კეთებით,ოპოზიცია დაკავებულია ერთმანეთის ჭამით”