ვინ არის ეს ხალხი საიდან გამოიჩეკა ? კიდევ კარგი ფაშისტები დაგვიძახეს და არ გაგვიტაცეს – გიგაური ფარულ ჩანაწერებზე
სხვა სტატიები
- როგორც ჩანს კალაძეს პოლიტიკური ამბიციები შეუკვეცეს, სამაგიეროდ პრობლემა აღარ ექნება იმ მილიონებზე, რომელთა „გაქრობაც“ ეს წლებია ხდება-ჭიჭინაძე
- კობა გვენეტაძე – „დენტონსის“ დასკვნა აგებულია მხოლოდ „თიბისი ბანკის“ მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე და საინტერესოა, რომ მთლიანად არასოდეს გამოქვეყნებულა
- წულუკიანი ნათელაშვილზე: ერთადერთი პოლიტიკოსია, რომ გარდაიცვლება, მაინც 7% ექნება რეიტინგი
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ იმ ფარულ აუდიო ჩანაწერებს ეხმაურება, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და რომელშიც სავარაუდოდ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი საუბრობს.
“ეს თუ მართალია კოშმარია ! ვინ არის ეს ხალხი საიდან გამოიჩეკა ? რაის შეიარაღებული ფორმირება ? რა ღირსებაზე ლაპარაკობენ და სახელმწიფოს “ერთგულებაზე “? ვიტამინების დალევა უშველის ამ კაცს ? კიდევ კარგი ფაშისტები დაგვიძახეს და არ გაგვიტაცეს Mikheil Benidze SulkhanSaladze ! ამ საქმის გამომძიებელია ვინმე ამ ქვეყანაში? არ შეიძლება ჩვენ შეგვეშვან და სადმე სხვაგან აკეთონ ეს უბედურებები,”-წერს ეკა გიგაური.