საინფორმაციო სააგენტო timer-ს ინფორმირებულმა წყარომ ექსკლუზიურად აცნობა,რომ სააკაშვილის მხარდამჭერ საპროტესტო აქციაზე 46 დაკავებულიდან ერთ-ერთი სისტემატიური დევნის ობიექტი თეონა გორგოძეა. ის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სამი დღის წინ გათავისუფლდა.დაკავებულებიდან ყველაზე დიდი დრო – სამი დღე სწორედ გორგოძემ გაატარა საკანში. მას ნერვულ ფონზე მედიკოსების დახმარებაც დასჭირდა. როგორც ჩვენთვის იქნა ცნობილი, ის პოლიციის მხრიდან ფიზიკური დაპირისპირებისას ძალადობის მსხვერპლიც გახდა.
თეონა გორგოძე „ქართული ოცნების“ მიერ მართული პოლიციისთვის „საინტერესო“ მისი პოლიტიკური აქტიურობის და ქმრის ვინაობის გამო გახლავთ. გორგოძე პოლიტიკური პარტიის „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი იყო და ამავე დროს, მისი მეუღლეა ყოფილი სამხედრო, აგვისტოს ომის მონაწილე გიორგი ხურციძე.
Timer-ი გასაგები მიზეზების გამო არ ახდენს წყაროს იდენტიფიცირებას. მის მიერ მოწოდებული ცნობების გადასამოწმებლად თეონა გორგაძეს სატელეფონო კომენტარი ვთხოვეთ, რომელმაც მასზე და მის ოჯახზე დევნა დაგვიდასტურა. „საშინელ მდგომარეობაში ვართ, მეშინია მაღაზიაში გასვლაც კი, მუდამ ვიღაც დაგვყვება მანქანით, გვითვალთვალებენ, დარწმუნებული ვარ ახლაც გვისმენენ
ცხადია უკანონოდ, მეშინია, რომ მართლაც რაღაც საშინელება მოხდება ჩვენს თავს, მაგრამ საზოგადოებამ მინდა იცოდეს, რომ თუ რამე მოგვივა მე და ჩემს ყოფილ მეუღლეს, ჩვენს შვილებს, ამაზე პასუხისმგებელი მხოლოდ ჩვენი მთავრობა იქნება.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ვინმე დავითმა ჩემი ქმარი ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაიბარეს პროკურატურაში, მაშინ გაშორებულები არ ვიყავით.
მისგან პირდაპირ სააკაშვილის საწინააღმდეგო ჩვენების მიცემა ითხოვეს, გიორგი სამხედროა, ამ ქვეყნისთის მებრძოლი და ცხადია, ამაზე უარი თქვა, რადგან სააკაშვილის დადანაშაულება აგვისტოს ომის წამოწყებაში ნიშნავს ქართული სახელმწიფოს დადანაშაულებას. ამის შემდეგ გადაგვეკიდნენ, არაერთხელ გვცემეს, გვაგინეს, ჩაგვისაფრდნენ, ვიღებთ გაუთავებელ მუქარებს. ამის გამო გარკვეული დრო საზღვარგარეთ გავატარეთ, მე პირადად მდევნიან იმის გამო, რომვმონაწილეობდი საპროტესტო აქციებში ოპოზიციაში გადასული ირაკლი ალასანიას პარტიის სახელით. მოგეხსენებათ, ირაკლი ალასანიას თავად დევნიან, გაიხსენეთ ე.წ. კაბელების საქმე, მისი ოჯახის წევრის დამამცირებელი კადრების ტირაჟირება და ა.შ.
გაიხსენეთ სამხედროების დევნა. მე მეშინოდა, მაგრამ მაინც არ ვჩერდებოდი, რადგან ჩემი მიზანი საქართველოს გათავისუფლებაა ამ მონსტრი მთავრობისგან და ვცდილობდი, ხალხთან ერთად მშვიდობიან აქციებზე ვყოფილიყავი, მომეხადა ჩემი სამოქალაქო ვალი და დავმდგარიყავი სწორ მხარეს, მაგრამ ყოველგვარ ზღვარს გადავიდნენ უკვე.
რამდენიმე დღის წინ, 9 ნოემბერს, პატიმარ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციაზე თბილისში ვიყავი. იქ ვითარება დაიძაბა და პოლიციამ სხვებთან ერთად დამაკავა, ფაქტობრივად, ვიყავი პოლიტიკური პატიმარი, რადგან კანონმდებლობით 48 საათში ბრალი უნდა წარედგინათ ჩემთვის. მე კი 72 საათი ვიყავი პატიმრობაში, ემოციურად იმდენად ცუდად გავხდი, რომ კლინიკაში გადამიყვანეს, იზოლატორში კი მამაკაცები დამცინოდნენ, თითქოს კრიმინალი ვიყავი და მათ მომავალსაც არ ვიცავდი. რა გინდოდა სააკაშვილის აქციაზეო, მეკითხებოდნენ. მე ჩემი ქმრის მაგალითზე ვიცი, როგორ
შეუთითხნავდნენ მას ბრალს ცრუ მოწმეების მეშვეობით, ამიტომაც ამ უკანონობას ვაპროტესტებდი.
საშინელება გადავიტანე ციხეში, მტერსაც რომ არ ვუსურვებ. უკვე სუნთქვისაც მეშინია, არ ვიცი, რა იქნება ხვალ, რას დამმართებენ, საბედნიეროდ, გიორგი საქართველოში აღარ არის და ის დაცულია, მაგრამ მე რა მეშველება ან ბავშვებს რამე
რომ დაუშავონ, რა ვქნა მარტო ქალმა? უსუსურობის განცდა მკლავს და მანადგურებს. ასევე, მომავლის შიში. ყველას მინდა ვთხოვო, ხალხო, არ დავკარგოთ ადამიანურობა და სხვების ცხოვრებას ტრაგედიად ნუ აქცევთ.“ – აცხადებს გორგოძე.
Timer-ი მომხდარზე დამატებითი კომენტარისთვის შსს-ს დაუკავშირდა, მაგრამუწყებაში თეონა გორგოძის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ და დუმილს ამჯობინებენ. თემაზე მომუშავე ჟურნალისტმა ხმაურიან და აქტიურ წყვილზე კიდევ მეტი
დეტალი გაიგო, ვესაუბრეთ თავდაცვის ძალებში ჩვენს ინფორმირებულ წყაროს, რომელმაც ხურციძის მიმართ მთავრობის მხრიდან პოლიტიკურ მოთხოვნებზე გვესაუბრა, კერძოდ: ცრუ მოწმეობაზე. ხურციძის დევნის საქმე რა თქმა უნდა, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილე სამხედრო პირზე სწორედ საომარ მოქმედებებში
მონაწილეობას ეხება. მისი მცდელობა, დაეცვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა საქართველოს მთავრობისთვის დევნის, ზეწოლის, ძალადობის მიზეზი
გახდა. როგორც თავდაცვის ძალებში საუბრობენ, ხურციძისგან ითხოვენ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, როგორც მხედართმთავრის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემას, თითქოს მან ბრძანება გასცა, ქართულ საჯარისო დანაყოფებს ცეცხლი გაეხსნათ დე ფაქტო ცხინვალის მიმართულებით, რაც რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება.
„ხუციძემ, როგორც სამხედრო პირმა უარი თქვა ცრუ ჩვენების მიცემაზე და ამ გზით
მან მხოლოდ ყოფილი პრეზიდენტი კი არა, ქართული სახელმწიფო დაიცვა ომის
წამოწყების დადანაშაულებისგან, როგორც ამას „ქართული ოცნების“ წევრები და
ლიდერები ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე აკეთებდნენ.
საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის ხმაურიანი განცხადებებიც ამას მოწმობს –
ისიც იზიარებს პათოსს, რომელიც მხოლოდ რუსეთის საამებლად კეთდება.
ხურცესთან ერთად თავდასხმის მსხვერპლი არაერთხელ გახდა მისი მეუღლეც,
თეონა გორგოძე ხშირად მონაწილეობს საპროტესტო აქციებში და მისი პოლიტიკური
ხედვების საჯაროობა ისევე მიუღებელია „ქართული ოცნებისთვის“, როგორც – სხვა
აქტივისტების თუ ოპოზიციონერების.
მარტივად ჩანს, რომ ხელისუფლება დევნის სამხედროებს, ამის მაგალითი
საქართველოს ციხეებში სამხედრო ტყვეების არსებობაა, რომლებსაც ომის
დანაშაული არ ჩაუდენიათ და მხოლოდ პრორუსი მთავრობა მათ პატრიოტიზმის
გამო დევნის, მაგრამ ხურციძის ოჯახზე ზეწოლის სხვა ფაქტორებიც არსებობს და
ესაა „ქართული ოცნებისგან“ პროდასავლელი ლიდერის, ყოფილი თავდაცვის
მინისტრის ირაკლი ალასანიას გამიჯვნა და დამოუკიდებლად პოზიციონირება
პოლიტიკურ სარბიელზე. ცალკე, ხურციძის ცოლი თავისი პოლიტიკური
აქტიურობით დისკომფორტს უქმნის საქართველოს პრორუს მთავრობას და თუ
ამათი ბოგინი არ შევაჩერეთ, დადგება დღე, როცა ყველას მოგვადგებიან.“ – ამბობს
წყარო თავდაცვის ძალებიდან.
მკითხველს შევახსენებთ, სულ რაღაც ერთი თვის მოსული ხელისუფლება –
კოალიცია „ქართული ოცნება“ სამხედრო წრეების პირველ დიდ დაკავებებს 2012
წლის ნოემბერში იწყებს, მანამდე კი, „ქართული ოცნება“ 2012 წლის ოქტომბერში,
2008 წლის ომის გამოძიების განახლებას აცხადებს, შემდეგ, 2013 წლის აპრილში,
ოლიგარქი, არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი უკვე საჯაროდ
საუბრობს 2008 წლის ომის დაწყების გარემოებებისა და შესაძლო ომის
დანაშაულების გამოძიებაზე.
რაც შეეხება ოპოზიციონერებისა და სამოქალაქო აქტივისტების დაკავებას, 2012
წლიდან დაიწყო ნაციონალური მოძრაობის წევრების ტოტალური დაკავებების
სერია, ამას მოჰყვა გავრილოვის ღამის მასშტაბური დაკავებები და მშვიდობიანი
მოქალაქეების დევნა, პოლიციის მიერ დარბევისას დაახლოებით, 240 ადამიანი
დაშავდა, პოლიციამ ასობით ადამიანი დააკავა; შემდეგი სერია ამა წლის 23
თებერვალს დაიწყო, როცა ნიკა მელიასთან ერთად დააკავეს პარტიის ოფისთან
მყოფი 20-ზე მეტი ადამიანი და შემდეგ კარვების აქციის მონაწილე 30-მდე პირი.
სულ რამდენიმე დღის წინ კი, სახელმწიფო უწყებებთან სააკაშვილის
გათავისუფლების მოთხოვნით შეკრებილთაგან 46 ადამიანი დააკავეს. მართლაც
აქტუალურია კითხვა, რა მოხდება ხვალ, ვინ იქნება შემდეგი?!















