26.8 C
Tbilisi
პარასკევი, სექტემბერი 11, 2026
banner

ვინ არის ბიზნესმენი, რომელსაც აფხაზეთში ტონობით ბენზინი შეაქვს

ნავთობპროდუქტების ბაზრის მონაწილეებმა საწვავი გააიაფეს

ადამიანი, რომელსაც აფხაზეთში ტონობით ბენზინი შეაქვს, “ოცნების” საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის ლევან არველაძის ძმაა.

ინფორმაციას ,,მთავარი” ავრცელებს.
,,გიორგი არველაძეს მხოლოდ საწვავი არ შეაქვს აფხაზეთში. არამედ, რუსეთის მოქალაქე, იური კოროტჩენკოსთან ერთად ფლობს კომპანიებს.

მათ კომპანიას საქართველოს სახელმწიფო პროგრამებიდან 6,2 მილიონი ლარი აქვთ მიღებული.

არველაძის და რუსეთის მოქალაქის სხვა კომპანიას 7,3 მილიონი ლარი აქვს ბიუჯეტიდან მიღებული ტენდერების სახით. ამჯერად, მშენებლობებისთვის.

გიორგი არველაძის ძმა, ლევან არველაძე “ოცნების” საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეა. მან პარტიას 10 000 ლარი შესწირა.
“ოცნებას” აფხაზეთში, რუსების სასარგებლოდ შეტანილი ბენზინი რომ გაემართლებინა, იმის მტკიცება დაიწყეს, ამით ურთიერთობის ნორმალიზებას ვუწყობთ ხელს და სამშვიდობო გეგმის ნაწილიაო.

ამ დროს, ბიზნესმენმა გიორგი არველაძემ განაცხადა: ფული თუ ეყოფათ, მზად ვარ მოვამარაგო. უფასოდ ეს არ მოხდებაო.
“️ოცნება” იქაურებზე ზრუნავს კი არა, დევნილების ნახევარს საცხოვრისი ჯერ კიდევ არ აქვთ და თვეში მხოლოდ 45 ლარიან დახმარებას იღებენ
“,- წერს სალომე სიმონია სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშითბილისის შემოვლითი გზის მე-4 და მე-5 ლოტების სამშენებლო სამუშაოებისთვის გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერი 14 სექტემბრამდე გახანგრძლივდა
შემდეგი სტატიაჩაქვში ახალგაზრდა კაცს სატვირთო მატარებელი დაეჯახა