ვინ არიან ძმები არჩილ და გიორგი შარაბიძეები?- 11 წლის წინ მომხდარი მკვლელობის დეტალები და მოსალოდნელი საფრთხეები

საზოგადოებას კარგად ახსოვს, 2007 წელს თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, ე.წ. „პეჟოს“ ეზოში, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით არასრულწლოვანი მოკლეს. იმ დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მკვლელმა გარდაცვლილს საკონტროლო ტყვიაც ესროლა. პოლიციამ ბრალდებული დააკავა – ის, ასევე, არასრულწლოვანი არჩილ შარაბიძე აღმოჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაშინ ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებაც გაავრცელა, სადაც დაკავებული მკვლელობის მიზეზებზე საუბრობდა. (აღიარებითი ვიდეო)

 

https://youtu.be/lXAaAE6s5Ns

 

 

“თაიმერისთვის” ცნობილი გახდა ამ მკვლელობის და ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების ექსკლუზიური დეტალები. წყარო, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, დეტალურად ჰყვება ძმები შარაბიძეების კავშირების შესახებ და მკვლელობის დეტალებსაც იხსენებს.
წყარო:
„ამ მკვლელობის შესახებ ამბავი თბილისში იმავე დღეს გავრცელდა. სხვადასხვა მოტივსა და მიზეზზე საუბრობდნენ, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რაც მოხდა. ამ გარეწარმა ნიკუშა ბუსქანძეს სიცოცხლე უწყინარი ხუმრობის გამო მოუსწრაფა. სასტიკი მკვლელობის მიზეზი გოგო გახდა. ნიკუშა ბუსქანძემ თავის მეგობარს მიაკითხა სკოლაში. ბრალდებულის შეყვარებულიც იმ სკოლელი იყო. ნიკუშა ბუსქანძე მას უბრალოდ გაეხუმრა, რაც მისთვის საბედისწერო გახდა…
შარაბიძეებს თავის „სასტავში“ პოპულარობა თავში ჰქონდათ ავარდნილი და არაფერს ერიდებოდნენ. ნარკოტიკებისა და იარაღის შოვნა მათთვის პრობლემა არ იყო, რადგან სამეგობროში საკმაოდ ფულიანი ტიპები ჰყავდათ. არჩილ შარაბიძემ ჩადენილი მკვლელობისთვის 7 წლიანი „სროკი“ მოიხადა და ციხიდან 2013 წელს გათავისუფლდა. ამის შემდეგ გაჩნდა საფრთხე, რომ ნოდარ ბუსქანძის ძმა – გიორგი ბუსქანძე (გეკო) ძმის მკვლელობას არ შეარჩენდა, პასუხს აგებინებდა და შურს იძიებდა. ამის შესახებ ხმებმა ძმების ყურამდეც მიაღწია. ისინი თავადაც ეძებდნენ გიორგი ბუსქანძეს, რათა მისთვის შურისძიება დაესწროთ, მაგრამ მაშინვე შეხვედრა ვერც ერთმა მხარემ ვერ მოახერხა. მერე კი, მოსალოდნელი საფრთხის თავიდან არიდების მიზნით, ძმებმა მოილაპარაკეს, რომ არჩილ შარაბიძე ქვეყანას დატოვებდა, რათა გიორგი ბუსქანძეს (გეკოს) მასზე შურისძიება ვერ მოეხერხებინა, მეორე ძმა კი თბილისში სიტუაციას „დაალაგებდა“.

ამ ბიჭებზე რამდენიმე სიტყვით გეტყვით… ეს ის დრო იყო, როდესაც სააკაშვილის მთავრობამ კანონიერ ქურდებს და ე.წ. კაი ბიჭებს ბრძოლა გამოუცხადა, რის შემდეგაც გაჩნდა პატარ-პატარა დაჯგუფებები, რომლებიც ძალადობდნენ და მოქალაქებს არეკეტებდნენ. იმ დროს შარაბიძეების საძმო თბილისში ერთ-ერთი გავლენიანი იყო, ეს ბიჭები კბილებამდე იყვნენ შეიარაღებული და არაფერს ერიდებოდნენ. ვინც იმ დროს თბილისში ცხოვრობდა, მათი ამბავი ყველას ემახსოვრება, რადგან ძალიან ბევრს გაუმწარეს სიცოცხლე თავისი საქციელით.
შარაბიძეები საძმაკაცოდ ისეთ ტიპებს ირჩევდნენ, რომლებსაც ბევრი ფული ჰქონდათ და „ბლატნოი“ მშობლები ჰყავდათ. მათი დახმარებით, ამ მკვლელობამდე, ბევრჯერ გადაურჩნენ ციხეს. ეს მკვლელობა კი გახმაურდა, საქმეში მნიშვნელოვანი მტკიცებულებები იდო და ამ ამბის მიჩქმალვა ვერ მოხერხდებოდა. არჩილ შარაბიძე ციხეში ჩასვეს. ქალაქში იმასაც ამბობდნენ, რომ სწორედ თავის ფულიანი და გავლენიანი ძმაკაცების დახმარებით, 16 წლის არჩილ შარაბიძე ციხეშიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, ერთ-ერთი „მაყურებელი“ იყო.

 

https://youtu.be/WdRbT1gfGJA

 

 

მოკლული ნიკუშა ბუსქანძე მხიარული, უკონფლიქტო ბავშვი იყო. მასწავლებლები, მეზობლები – მასზე ცუდს ვერავინ გეტყვით. არასოდეს არავისთან კამათიც კი არმოსვლია. მის პანაშვიდებზე ზღვა ხალხი მოდიოდა. ამ გარეწარმა კი უწყინარი ხუმრობის გამო სიცოცხლე მოუსწრაფა.
კიდევ ერთი ამბავი, რომელიც 2017 წლის ზაფხულში მოხდა. ყველასთვის ცნობილია, რომ უფროსი ძმა – გიორგი შარაბიძე ნარკომანია. ძმები ნარკომანობის დაფარვას სპორტზე სიარულით ცდილობდნენ. გიორგი შარაბიძეს სწორედ ნარკოტიკების გამო დაუპირისპირდა მეგობარს – ზედმეტსახელად „ტაისონას“. უფრო კონკრეტულად კი – მათ საერთო ფულით შეიძინეს ნარკოტიკი და გაყოფისას შეკამათდნენ. ეს ამბავი ყველამ იცის მათ სამეგობროში. ისიც ცნობილია, რომ „ტაისონამ“ „აბრეზიდან“ შარაბიძის მიმართულებით ისროლა, თუმცა ვერ დაჭრა, რადგან შარაბიძემ გაქცევით უშველა თავს. ამ ფაქტის შესახებ პოლიციას არ გაუგია, რადგან ერთმანეთი არ ჩაუშვეს, არც სხვებმა ჩაუშვეს. კიდევ რამდენი ასეთი ფაქტი არსებობს… ალბათ, გაინტერესებთ, რატომ გიყვებით ახლა ამ ამბებს… თავის დროზე მეც იმ წრეში ვტრიალებდი. არ მინდა კიდევ ვინმე გამწარდეს. არსებობს საშიშროება, რომ ამ „დაპირისპირებებმა“ კვლავ გაიღვიძოს და სავალალო შედეგამდე მივიდეთ. ვიღაცას ჰგონია, რომ შარაბიძეებზე რაიმე ზეწოლა ან შანტაჟი ხორციელდება, მაგრამ ესენი პირიქით, აქეთ აშანტაჟებენ ყველას და ყველაფერზე წამსვლელები არიან.
ვინც ახლა შარაბიძეებს გვერდით უდგას და ამტკიცებს, რომ ისინი არც ნარკომანები, არც რეკეტიორები და არც საშიშები არიან, მივიდნენ და თვალებში ჩახედონ იმ ადამიანებს, ვისაც მათ სიცოცხლე გაუმწარეს.

 

www.timer.ge

 

 

banner
წინა სტატიაშიტექნიკური უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველთათვის ღია კარის დღეს გამართავს
შემდეგი სტატიაქართული საბანკო სისტემა ქართული ეკონომიკის 60%-ს აფინანსებს და ის წამყვანი სისტემაა