ვინ არიან და რას საქმიანობენ “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს ახალი წევრები

ocnebaდავით ბაქრაძე, დავით კოღუაშვილი, მამუკა მდინარაძე, ირინე ფრუიძე, რომან კაკულია, სოფიო კილაძე, აკაკი ზოიძე, ზვიად გონაძე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე _ ეს 9 ადამიანი “ქართული ოცნების” ახალი სახეები და პოლიტსაბჭოს წევრები არიან.

დავით ბაქრაძე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრია;

ზვიად გონაძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;

აკაკი ზოიძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წამყვანი მკვლევარი;

რომან კაკულია ევროკავშირის პროგრამების დეპარტამენტის უფროსი;

დავით კოღუაშვილი ყოფილი პარლამენტარია, პარტია “ახალი მემარჯვენეების” დამფუძნებელი და ევროკავშირის მხრიდან მთავრობის საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობათა მთავარი მრჩეველი;

ირინე ფრუიძე სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრია და ინტელექტუალურ კლუბის „რა? სად? როდის?“ წევრი;

მამუკა მდინარაძე იურისტია და ორგანიზაცია „ადვოკატთა ალიანსის“ თავმჯდომარე;

რაც შეეხება სოფიო კილაძეს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პრორექტორია.

რაც შეეხება ძველ წევრებს _ განახლებულ პოლიტსაბჭოში დარჩნენ პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე, დეპუტატები: თემურ ჭკუასელი, გიორგი ვოლსკი, ეკა ბესელია, ირაკლი ტრიპოლსკი, მანანა კობახიძე, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, ირაკლი სესიაშვილი, ფინანასთა მინისტრი ნოდარ ხადური და საპარტნიპორი ფონდის ხელმძღავნელი დავით საგანელიძე.

წყარო

banner
წინა სტატიაშითბილისის საქალაქო სასამართლომ გია უდესიანის მიმართ გადაწყვეტილება გამოიტანა
შემდეგი სტატიაალბანეთმა ტურისტული სეზონზე საქართველოს ვიზა გაუუქმა