ვინ არ დაუშვეს პოლიციის ალყაში მოქცეული ნაძვის ხის ღონისძიებაზე?!

პოლიციის ალყაში მოქცეული ნაძვის ხე და 15 წუთში დასრულებული საზეიმო ღონისძიება – “ქართულმა ოცნებამ” ამჯერადაც შერჩევით მისცა ხალხს საშუალება, რომ საახალწლოდ მორთულ სოფელში ნაძვის ხის განათების ცერემონიას დასწრებოდნენ.

სინდისის პატიმრების დედები და სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ნაძვის ხესთან მიახლოების საშუალებაა არ მისცეს. მათი თქმით, იმისთვის რომ ივანიშვილის პარტიის ლიდერებს არც ერთი საპროტესტო შეძახილი არ გაეგოთ, სამოქალაქო აქტივისტებს და სინდისის პატიმრების მშობლებს გზა პოლიციამ ჩაუხერგა და ნაძვის ხესთან მიახლოების უფლება არ მისცეს. ეს აქტივისტების გადაღებული ვიდეოდანაც კარგად ჩანს.

ვიდეოში ისმის, რომ პოლიციელები სამოქალაქო აქტივისტების ზედაპირული დათავლიერებას და იდენტიფიცირებას ითხოვენ, ასევე მათ ფოტოებსაც უღებენ.

ნაძის ხის ანთების ცერემონიას ესწრებოდნენ “ოცნების” პრემიერი, ქალაქის მერი კალაძე და ივანიშვილის გუნდის სხვა ლიდერები.

“შენ თუ შენს ხალხთან პოლიციის ამხელა მობილიზება გჭირდება, რომ მათთან მიხვიდე, ესე იგი არ ხარ ხელისუფლებაში დასარჩენი ძალა – ამბობს გიორგი ჟამერაშვილი

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია: “”ოცნება” ევროპულ ოჯახს ებრძვის და ოკუპანტი ქვეყნის ლიდერთან ერთად დგას, ეს ნიშნავს, რომ არჩევანი გაკეთებული აქვთ”
შემდეგი სტატიარუსეთმა უკრაინისკენ 450-ზე მეტი დრონი და 30 რაკეტა გაუშვა