ვინ აპირებდა ვალერი გელბახიანის ლიკვიდაციას -რა უთხრა სააკაშვილმა გელბახიანს?

რა ინფორმაცია მიიღო კიევში ვალერი გელბახიანმა მიხეილ სააკაშვილისგან? – ამ კითხვაზე გელბახიანი გაზეთ „ალიასთან“ საუბრობს.

„გავიგე, თუ ვინ იყო დაინტერესებული… ჩემი დაჭერა არ იყო ძირითადი თემა, ეს მე ვიცოდი ადრეც. ჩემი ლიკვიდაციაც იყო ერთ-ერთი თემა. და ვინც იყო ამის ორგანიზატორი და დამგეგმავი, იმ ადამიანების სახელი და გვარები გავიგე… მარტო გაქცეული ხალხი არ არის მაგ სიაში, მაღალ თანამდებობებზე ახლაც არის ზოგიერთი, მეტს ვერაფერს ვიტყვი“, – აცხადებს ვალერი გელბახიანი.

შეგახსენებთ, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ ბრალი წაუყენა და 2008 წლის თებერვალში ძებნა გამოაცხადა ვალერი გელბახიანის მიმართ, რომელსაც მაშინდელი მმართველი გუნდი ბადრი პატარკაციშვილთან ერთად შეთქმულებას და კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლას ედავებოდა.

2012 წლის თებერვალში ძებნაში მყოფი გელბახიანი მძიმედ დაავადებული დედის მოსანახულებლად საკუთარი ნებით დაბრუნდა ქვეყანაში და არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენება ითხოვა, თუმცა ის საქართველო-სომხეთის საზღვარზე დააკავეს. რამდენიმე დღეში კი 50 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

banner
წინა სტატიაში“თუ ე.წ. გერმანული საარჩევნო მოდელი ყველა პრობლემას ხსნის, რატომ არ ვსაუბრობთ კონსტიტუციის ცვლილებაზე “
შემდეგი სტატიანიკანორ მელია არის კრიმინალი – ირაკლი კობახიძე