ვინ აიცრება პირველ რიგში გრიპის ვაქცინით ?

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ხათუნა ზახაშვილი განმარტავს, თუ ვინ აიცრება პირველ რიგში გრიპის ვაქცინით.

როგორც ბრიფინგზე ზახაშვილმა განაცხადა, უპირველესად მაღალი რისკის ჯგუფთა წარმომადგენელბი აიცრებიან, მათ შორის ორსულები და დიალეზზე მყოფი პაციენტები.

„რადგან პირველ ეტაპზე მომწონდებელი გვაწვდის 25 ათას დოზა ვაქცინას, ვფიქრობ, უპრიანია, რომ ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფები აიცრან ვაქცინების პირველი ტრანშით და შემდეგ ჩაერთონ სხვა მაღალი რისკის ჯგუფები, რომელიც ასევე განსაზღვრულია საერთაშორისო რეკომენდაციების საფუძველზე.

ვფიქრობ, რომ პირველი 25 ათასი დოზა გამიზნული უნდა იყოს ორსულების, დიალეზზე მყოფი პაციენტებისა და მათი მომვლელი პერსონალის, აივ ინფიცირებული პაციენტების, C ჰეპატიტის მკურნალობაზე მყოფი პაციენტების, ბავშვთა სახლებისა და მოხუცთა თავშესაფრების ბინადრების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურე პერსონალის ასაცრელად. ესაა ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფები, რომელთაც პირველ რიგში უნდა ჩაუტარონ ვაქცინა“,- განაცხადა ზახაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისექტემბერში კორონავირუსით 140-მდე სამედიცინო პერსონალი დაინფიცირდა
შემდეგი სტატია“ევროპის უნივერსიტეტმა” ადმინისტრაციის თანამშრომლები და აკადემიური პერსონალი დააჯილდოვა