ვიმედოვნებთ, რომ ნაბიჯები, რომლებსაც ვდგამთ აფხაზებთან და ოსებთან ნდობის აღდგენის კუთხით, ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს გამოიღებს

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე თებერვალი 7, 2018 11:52

ვიმედოვნებთ, რომ ნაბიჯები, რომლებსაც ვდგამთ აფხაზებთან და ოსებთან ნდობის აღდგენის კუთხით, ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს გამოიღებს

ევროკავშირი რჩება საქართველოს თანმიმდევრულ და ძლიერ მხარდამჭერად, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დამცველად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში ვიზიტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე ერთხმად აღინიშნა, რომ საქართველო არის რეგიონში ევროკავშირის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი.

“აღინიშნა, რომ საქართველომ განახორციელა ძალიან პოზიტიური ნაბიჯები ინტეგრაციის მიმართულებით. ჩვენ ასევე დავსახეთ სამომავლო გეგმები, რომლებიც მნიშვნელოვნად სცდება ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დღის წესრიგს, არის გაცილებით უფრო ამბიციური. ამასაც ევროკავშირი, რა თქმა უნდა, ძალიან დადებითად ხვდება, რომ ჩვენ ვახორციელებთ საკმაოდ ამბიციურ, ძალიან დატვირთულ სამოქმედო გეგმას და ყველა მიმართულებით არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი. ასევე, ვისაუბრეთ უსაფრთხოების სიტუაციაზე. ევროკავშირი რჩება საქართველოს თანმიმდევრულ და ძლიერ მხარდამჭერად, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დამცველად. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვისაუბრეთ სამომავლო ნაბიჯებზე, ევროკავშირის კიდევ უფრო აქტიურად ჩართულობის კუთხით კონფლიქტების მოგვარების საკითხებში. გვაქვს საკმაოდ საინტერესო გეგმები და ვიმედოვნებთ, რომ ის ნაბიჯები, რომლებსაც ვდგამთ აფხაზებთან და ოსებთან ნდობის აღდგენის, ეკონომიკური აქტივობის გაზრდის კუთხით, გამოიღებს ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს და ევროკავშირის ჩართულობა ჩვენი წინადადებების განხორციელების მიმართულებითაც არის უაღრესად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე თებერვალი 7, 2018 11:52