ვიმედოვნებთ, რომ მშვიდობა ახლოსაა – ერდოღანი რუსეთ-უკრაინის ომზე

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი იმედოვნებს, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ მალე დასრულდება და მშვიდობა დამყარდება.

მისი თქმით, გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის მოლაპარაკებებს კონფლიქტის მოგვარებაზე დადებითი გავლენა უნდა ჰქონდეს.

„ვიმედოვნებთ, რომ მშვიდობა ახლოსაა. უკრაინასა და რუსეთში შეხვედრების შემდეგ ბატონმა (გაეროს გენერალურმა მდივანმა ) გუტერეშმა დამირეკა და მითხრა, რომ მოლაპარაკებები დადებითი იყო“, – განაცხადა ერდოღანმა.

banner
წინა სტატიაშიდაიბომბა საველე ჰოსპიტალი… არიან დაღუპულები და დაჭრილები… მთლიანად დაინგრა საოპერაციო – ყუფარაშვილი
შემდეგი სტატიამეუფე სტეფანეს ტაძარში შესვლის დროს “30 ვერცხლი” ესროლეს