“ვიმედოვნებთ, ოქტომბრის არჩევნებისთვის პარლამენტი ძლიერ საარჩევნო კანონს მიიღებს”

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძეს შეხვდა. შეხვედრაზე საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს.

„გვქონდა კარგი შეხვედრა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. ეს კანონმდებლობის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და შესულია ოდირის რეკომენდაციებში. განვიხილეთ დამატებითი წინადადებებიც. ვფიქრობთ, რომ შევქმნით გარკვეულ პირობებს თავისუფალი, სანდო, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩასატარებლად. კარგი სამუშაოები ჩატარდა კანონმდებლობის პროექტზე და ვიმედოვნებთ, ოქტომბრის არჩევნებისთვის პარლამენტი ძლიერ საარჩევნო კანონს მიიღებს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

banner
წინა სტატიაში“იმედი მაქვს, საბოლოოდ მივიღებთ პლატფორმას ამ არჩევნებისთვის, რომელიც ეჭვგარეშეა, რომ კონკურენტუნარიანი იქნება”
შემდეგი სტატიაცოტნე ზურაბიანი: ამ ნაბიჯის ისტორიულ მნიშვნელობას ვერ დააკნინებს დეზინფორმაციის ის კასკადი, რომელიც ისმის ამჯერად უკვე ელჩების მისამართით