ევროპარლამენტარი თიის როიტენი იმედოვნებს, რომ საქართველოს პარლამენტი დღეს რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს არ დაძლევს. ამის შესახევ ევროდეპუტატი სოციალურ ქსელში წერს. როიტენი პირდაპირ წერს, რომ კანონი უკან გაწვევა ევროკავშირის წევრობისკენ ერთადერთი გზაა.
“გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს პარლამენტი რუსულ კანონზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს არ დაძლევს. კანონის გაწვევა ევროკავშირის წევრობისკენ ერთადერთი გზაა,” – წერს X-ზე როიტენი.