11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

“ვიმედოვნებ, რომ სამხედრო ძალის გამოყენება საჭირო არ გახდება” – ტრამპმა ამერიკული საზღვაო “არმადა” ირანში გაგზავნა

180324-N-NK192-1337 ARABIAN GULF (March 24, 2018) The Arleigh Burke-class guided-missile destroyers USS Preble (DDG 88), USS Halsey (DDG 97) and USS Sampson (DDG 102) are underway behind the aircraft carrier USS Theodore Roosevelt (CVN 71). Theodore Roosevelt and its carrier strike group are deployed to the U.S. 5th Fleet area of operations in support of maritime security operations to reassure allies and partners and preserve the freedom of navigation and the free flow of commerce in the region. (U.S. Navy photo by Mass Communication Specialist Seaman Michael A. Colemanberry/Released)

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკული საზღვაო „არმადა“ ირანს უახლოვდება, თუმცა გამოთქვა იმედი, რომ სამხედრო ძალის გამოყენება საჭირო არ გახდება. მისი თქმით, ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდება თეირანის თითოეულ ნაბიჯს.

ტრამპმა დაადასტურა, რომ ავიამზიდი აბრაამ ლინკოლნი უკვე ყურის რეგიონს უახლოვდება და საჭიროების შემთხვევაში დარტყმების განხორციელებაც შეძლებს. მისი განმარტებით, საზღვაო ძალების გადაადგილების მიზანი რეგიონში ამერიკული ბაზების დაცვა და ესკალაციის თავიდან აცილებაა.

ანალიტიკოსთა ნაწილი ამ ნაბიჯს ირანზე ზეწოლის გაძლიერებად აფასებს, ნაწილი კი არ გამორიცხავს, რომ ვაშინგტონი ირანში შესაძლო ახალი პროტესტების შემთხვევაში პირდაპირ ჩარევას განიხილავს.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა კანადის პრემიერს „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანების მიწვევა გაუუქმა
შემდეგი სტატიატროტუარზე დგომის გამო სანდრო მეგრელიშვილს 4-დღიანი პატიმრობა შეეფარდა